11:45 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-21 10:11:42, 909 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი - „ქართულ ოცნებას“ ვეხმარები, რომ თავის რიგებში პრეზიდენტობის ღირსეული კანდიდატი იპოვნონ

კითხვაზე, ვიქნები თუ არა საპრეზიდენტო კანდიდატი, პასუხის არ გაცემით დიდ სამსახურს ვუწევ ქართული პოლიტიკურ ელიტას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში, სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ იტყვის, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, „ქართული ოცნება“ ძლიერ კანდიდატს დაასახელებს, ხოლო საპირისპირო შემთხვევაში - სუსტს.

"ამ კითხვაზე პასუხის არგაცემით დიდ სამსახურს ვუწევ ქართულ პოლიტიკურ ელიტას. "ქართული ოცნება" არ ასახელებს კანდიდატს - არ იციან როგორ დაასახელონ კანდიდატი. ჩემს წინააღმდეგ უნდა დაასახელონ, თუ რაღაც აბსტრაქტული კანდიდატი? ახლა ყველაზე მეტად აწყობთ, მე ვთქვა, რომ არ ვიღებ ასეთ არჩევნებში მონაწილეობას, მაშინ ყველაზე სუსტ კანდიდატს დაასახელებენ. რაც უფრო სუსტი იქნება კანდიდატი, მომავალი პრეზიდენტობისას უფრო რბილი და ჭკვიანი იქნება, აქ (სასახლეში) იმ კანდიდატს ვერ ნახავთ, ვეტოს ის კანდიდატი არ გამოიყენებს, არავის არ შეეპასუხება, იქნება, თუ საერთოდ მოახერხებს რამეს, პარტიის დიდებით დაკავებული, მაგრამ შეიძლება ისეთი შეარჩიონ, რომ ესეც ვერ მოახერხოს.

ახლა ასეთი კანდიდატის დაყენება უნდათ, მაგრამ თუ მე მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას, ასეთ კანდიდატს ვერ დააყენებენ. ბევრად უფრო ღირსეული უნდა დააყენონ, რათა მე დამიპირისპირდეს. მე მელოდებიან, და მე ვეხმარები, რომ ცუდი კანდიდატი კი არ დააყენონ, არამედ მართლა ღირსეული იპოვნონ თავის რიგებში.

ისეთი, რომელიც მოიგებს, თუ წააგებს ღირსებით იქნება სავსე. მე რომ დღეს ვუთხრა, რომ მე არჩევნებში არ ვიღებ მონაწილეობას გამოვლენ ყველაზე სუსტ კანდიდატს დაასახელებენ, რომელიც მერე ასევე იქნება ყველაზე სუსტი პრეზიდენტი და ყველაზე მორჩილი.

სანამ ამ კითხვას შეინარჩუნებ მანამდე ხარ აქტუალური და მანამდე აინტერესებთ, იმიტომ რომ პასუხს, რომ გასცემ მერე ხომ აღარ აინტერესებთ ამ კითხვაზე პასუხი", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი იმედოვნებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 11 მაისის შემდეგ გაგრძელდება
9 მაისი ევროპის დღეა - ექსპო-ჯორჯიაში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნა გამოფენებებს აწყობს
აშშ-მ სანქციები დაუწესა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ირანს „შაჰედის“ წარმოებაში ეხმარებიან
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics