11:45 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-21 10:54:11, 757 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტი შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონპროექტის გამკაცრებაზე მსჯელობს

შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონის პროექტის შესახებ მსჯელობენ სამუშაო შეხვედრაზე შეკრებილი ჯგუფის წევრები. 

პროექტის ინიციატორ დეპუტატებთან სოფო კილაძესთან და დიმიტრი ცქიტიშვილთან ერთად შეხვერდაში მონაწილეობას იღებენ აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, სახალხო დამცველის ოფისი, დასაქმებულთა და დამსაქმებელთა იტერესების დამცველი ორგანიზაციები. 

ორდღიან შეხვედრაზე მხარეები შეიმუშავებენ შრომის უსაფრთხოების შესახებ კონცეპტუალურად ახალ და ეფექტურ რეგულაციებს, რომლებიც შესაბამისობაში იქნება ევროკავშირთან გაფორმებული, ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში სავალდებულო დირექტივების მოთხოვნებთან და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დაწესებულ საერთაშორისო სტანდარტებთან.

შეხვედრის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება  შრომის უსაფრთხოების ახალი კანონის პროექტი, რომელიც შემუშავადა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტის მიერ.

მხარეები იმსჯელებენ პროექტის წარმოდგენილი ცვლილებების კონცეფციაზე, პრინციპებსა და მიზნებზე, ისევე როგორც მოხდება  კანონპროექტის დატალური განხილვა.

„ჩვენ უნდა შევიმუშაოთ შრომის უსაფრთხოების ძლიერი სისტემა, რომელმაც უნდა დაიცვას თითოეული დასაქმებულის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ამისთვის გვჭირდება შრომის ინსპექცია, რომელიც იქნება შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი. ის უფლებები, რაც კანონის დონეზე განისაზღვრება, აუცილებლად უნდა მოვიდეს სისრულეში იმისათვის, რომ ტყიბულის მსგავსი ტრაგედიები ავიცილოთ თავიდან. სწორედ ამას ემსახურება ეს ცვლილებები."- განაცხადა სოფო კილაძემ.

სამუშაო ჯგუფი შექმნილია შრომის უსაფრთხოების შესახებ არსებული კანონმდებლობის გადახედვისა და დახვეწის მიზნით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ, შესაბამისი სამთავრობო უწყებებისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობით.   

პროექტი ხორციელდება საქართველოში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) წარმომადგენლობის მხარდაჭერით.
 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი იმედოვნებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 11 მაისის შემდეგ გაგრძელდება
9 მაისი ევროპის დღეა - ექსპო-ჯორჯიაში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნა გამოფენებებს აწყობს
აშშ-მ სანქციები დაუწესა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ირანს „შაჰედის“ წარმოებაში ეხმარებიან
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics