|
2018-07-20 18:29:04, 998 ნახვა
პოლიტიკა
ჩუგოშვილი - დავით ჭიჭინაძის უმრავლესობიდან გარიცხვის საკითხი დღის წესრიგში დადგება
„კარგა ხანია, დავით ჭიჭინაძე უმრავლესობაში თავის თავს ვერ ხედავდა და სწორი იქნებოდა, პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება თავად მიეღო“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ჭიჭინაძეს შუძლია, „ქართული ოცნების“ სამდივნოს მიერ მიეღებული გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოში გაასაჩივროს. „დავით ჭიჭინაძე ბუნებრივია, რჩება პარლამენტის წევრად. მე არ ვიცი, თავს სად მოიაზრებს მომავალში, დამოუკიდებელ პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება ლეგიტიმურად და წესების მიხედვით არის სამდივნოს მიერ მისაღები გადაწყვეტილება. უმრავლესობიდან გარიცხვას თავისი პროცედურა აქვს და ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება. მას შეუძლია, რომ გაასაჩივროს სამდივნოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოში და პოლიტსაბჭო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. მათ შორის კითხვას, ბიძინა ივანიშვილმა იცოდა თუ არა და რა პოზიცია აქვს, ძალიან მარტივად გაეცემა პასუხი, თუ გაასაჩივრებს გადაწყვეტილებას. ამ ყველაფერს თვეების განმავლობაში წინ უსწრებდა შეურაცხმყოფელი განცხადებები კოლეგების მიმართ. კარგა ხანია, დავით ჭიჭინაძე უმრავლესობაში თავის თავს ვერ ხედავდა და სწორი იქნებოდა, პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება თავად მიეღო“, -განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. ცნობისთვის, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „გასული რამდენიმე თვის განმავლობაში მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა არაერთი საჯარო განცხადება, რომლითაც მან შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის წევრებს და ზიანი მიაყენა პარტიის იმიჯსა და ინტერესებს“.
ტრამპი იმედოვნებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 11 მაისის შემდეგ გაგრძელდება
9 მაისი ევროპის დღეა - ექსპო-ჯორჯიაში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნა გამოფენებებს აწყობს
აშშ-მ სანქციები დაუწესა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ირანს „შაჰედის“ წარმოებაში ეხმარებიან
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)