|
2018-07-20 14:09:49, 680 ნახვა
საზოგადოება
არასამთავრობოები მეშახტეთა დაღუპვის ფაქტების შესწავლის მიზნით, საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ
ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით მიმართავენ. როგორც ორგანიზაციების განცხადებაშია აღნიშნული, კომისიამ უნდა შეისწავლოს და შეაფასოს 2006 წლიდან დღემდე, ტყიბულში, შპს „საქნახშირი ჯიაიჯი ჯგუფის“ მფლობელობაში არსებულ შახტებში ადამიანის სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების გამომწვევი ყველა საწარმოო შემთხვევა, ასევე, მიმდინარე გამოძიების ეფექტიანობის და ობიექტურობის საკითხი. „საგამოძიებო კომისიამ უნდა შეისწავლოს არა მხოლოდ საწარმოს სხვადასხვა დონის მენეჯმენტის სამართლებრივი პასუხისმგებლობის, არამედ ამ საქმეების გამოძიების პროცესში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის თანამშრომლების მიერ სავარაუდო სამოხელეო თუ სხვა დანაშაულის ჩადენის საკითხი. კონკრეტულად, კერძო კომპანიის შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების მიმართ მათი მაღალი ლოიალობა, ობიექტური გამოძიების სტანდარტების დაუცველობა და სხვა სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებები. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის საქმიანობის არაეფექტიანობა განსაკუთრებულად ცხადია ტყიბულის შახტებში მომხდარ შემთხვევებთან მიმართებით. არც ერთ შემთხვევაზე, ამ დრომდე, გამოძიებას არ შეუსწავლია და დაუდგენია საწარმოს მმართველებისა თუ სხვადასხვა მენეჯერული რგოლის წარმომადგენლების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. სოციალურად და ეკონომიკურად ყველაზე დაუცველი ჯგუფების სიცოცხლის, უფლებების და ინტერესების დაცვის სფეროში სისხლის სამართლის პოლიტიკის აშკარა ინდიფერენტულობა და უსამართლობა, სამართალდაცვით პოლიტიკაში სოციალური იერარქიების ღრმა პრობლემაზე მიუთითებს და სოციალურად გარიყული ჯგუფებისთვის სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობას არსებითად ასუსტებს. ტყიბულში არსებული სოციალური კატასტროფის მასშტაბის, ადგილობრივების სოციალური სასოწარკვეთისა და უიმედობის გათვალისწინებით, არსებითია პარლამენტმა გაიაზროს საკითხის მწვავე საზოგადოებრივი მნიშვნელობა და მის ხელთ არსებული სამართლებრივი თუ პოლიტიკური ინსტრუმენტები ეფექტიანად გამოყენოს ამ პროცესში. 2017 წლის განმავლობაში, წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების შესახებ დაწყებული გამოძიების 128 შემთხვევიდან, სასამართლოში წარიმართა მხოლოდ 11 საქმე, გამოძიება შეწყდა 36 შემთხვევაში, 81 შემთხვევაში გამოძიება დღემდე მიმდინარეობს. წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის ფაქტებთან დაკავშირებით, 90 საქმის ფარგლებში რეალური სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრა მხოლოდ 3 შემთხვევაში. საქმეთა 72,2% არსებითი განხილვის გარეშე დასრულდა საპროცესო შეთანხმების დადებით. დაკისრებული ჯარიმის ოდენობა მერყეობს 500-დან 5000 ლარამდე", - ნათქვამია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; კონსტიტუციის 42-ე მუხლი; ღია საზოგადოების ფონდის სოლიდარობის ქსელი - მშრომელთა ცენტრი; ახალგაზრდა სოციალისტების
პარლამენტისადმი მიმართვა სრულად იხილეთ აქ ⇓
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)