11:45 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-19 16:48:57, 1052 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში მიიწვია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ევროკომისარს ევროპული და სოციალური დიალოგის  საკითხებში, ვალდის დომბროვსკის  შეხვდა. 

მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე ისაუბრეს. საქართველოს  ისტორიულ წარმატებად შეფასდა ვიზალიბერალიზაციის ამოქმედება, ასევე, ხაზი  გაესვა იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელსაც ქვეყანამ ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესში მიაღწია. 

პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის ვიე-პრეზიდენტს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის 40 მილიონი ევროს გამოყოფისთვის მალდობა გადაუხადა და მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკაში მცირე და საშუალო ბიზნესის წილის მნიშვნელოვან გაზრდას ისახავს მიზნად. 

ხაზი გაესვა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და აღინიშნა, რომ მის კიდევ უფრო გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს მართლმსაჯულების სისტემაში დაგეგმილი რეფორმა, რომელიც სასამართლოებში კომერციული პალატების შექმნას გულისხმობს. ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, ამ პროცესში ევროკავშირისა და დასავლელი პარტნიორების წარმატებული გამოცდილება გაიზიაროს. 

საუბარი შეეხო განათლების სისტემაში დაგეგმილ ძირეულ რეფორმებს, რომელთა განხორციელება, პრემიერის შეფასებით, ხელს შეუწყობს საქართველოს მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და ქვეყანაში მეტი უცხოური ინვესტიციის განხორციელებას. 

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც ევროპელი პარტნიორების მხრიდან დადებითად შეფასდა. 
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს  ტერიტორიული  მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. 
მამუკა ბახტაძემ ვალდის დომბროვსკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იგი საქართველოში მიიწვია. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი იმედოვნებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 11 მაისის შემდეგ გაგრძელდება
9 მაისი ევროპის დღეა - ექსპო-ჯორჯიაში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნა გამოფენებებს აწყობს
აშშ-მ სანქციები დაუწესა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ირანს „შაჰედის“ წარმოებაში ეხმარებიან
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics