10:45 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-19 12:41:52, 1117 ნახვა

პოლიტიკა
ზახაროვა: საქართველო დასავლური სტრატეგიის ელემენტად გადაიქცა, რომელიც რუსეთის შეკავებას ისახავს მიზნად

„საქართველო უკვე გადაიქცა დასავლური სტრატეგიის ელემენტად, რომელიც შავ ზღვისპირეთსა და სამხრეთ კავკასიაში რუსეთის შეკავებას ისახავს მიზნად”, - ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი მარია ზახაროვა დასავლეთისა და აშშ-ს სანქციებს.

როგორც ზახაროვამ" აღნიშნა, თუ საქართველო იქნება ნახსენები სანქციების ერთ-ერთ მიზეზად, მაშინ ქართული საზოგადოება უნდა დაფიქრდეს, ხომ არ იყენებენ მათ ქვეყანას სხვები თავისი გეოპოლიტიკური თამაშებისთვის.

„ყველამ ვიცით, რომ დასავლეთში არსებობენ ძლიერი პოლიტიკური ძალები, რომლებიც ანტირუსული სანქციების გაფართოებისა და შენარჩუნებისთვის იბრძვიან. ამ დროს მათ მოტივებს არ აქვთ არანაირი კავშირი საქართველოს ინტერესების დაცვასთან. ეს აზრი მხოლოდ ძალიან გულუბრყვილო ადამიანებს შეიძლება მოუვიდეთ. ჩემი აზრით, ეს ცხადია. თუ საქართველო იქნება ნახსენები სანქციების ერთ-ერთ მიზეზად, ეს იქნება კარგი საბაბი რომ ქართველები დაფიქრდნენ - ხომ არ იყენებენ მათ ქვეყანას სხვები თავისი გეოპოლიტიკური თამაშებისთვის. ეს დასკვნა თავისთავად მოდის. საქართველო უკვე გადაიქცა დასავლური სტრატეგიის ელემენტად, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის შეკავებას შავ ზღვისპირეთსა და სამხრეთ კავკასიაში. არც ისე შორეულ წარსულში შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა საჯაროდ განაცხადა - ვციტირებ: "შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს შეიარაღებას რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზნით." ჩემი აზრით, ქართველ პოლიტიკოსებს უნდა ახსოვდეთ, რომ სხვისი გეოპოლიტიკური ინტერესებით მოქმედება ეროვნული ინტერესების დაცვის სანაცვლოდ, უმადური და არაკეთილშობილი საქმეა“, - აღნიშნა ზახაროვამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-მ სანქციები დაუწესა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ირანს „შაჰედის“ წარმოებაში ეხმარებიან
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
Amnesty International -მხოლოდ ეს ხუთი დაპატიმრება ნაკლებად ცვლის დაუსჯელობის უფრო ფართო სურათს საქართველოში
საფრანგეთში ჰანტავირუსით ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი რვა ადამიანი კარანტინში მოათავსეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics