10:49 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-19 10:34:12, 713 ნახვა

პოლიტიკა
ჭიჭინაძე: თუ ამომრჩეველი გამრიცხავს ეს იქნება გარიცხვა, თორემ კობახიძე და მისნაირი ბოლშევიკები თუ გამრიცხავენ, არაუშავს

დეპუტატი დავით ჭიჭინაძე „ქართული ოცნებიდან“ მისი გარიცხვის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მან პარტიის სამდივნოს ბოლშევიკები და „პატარა კომკავშირელები“ უწოდა.

"ის რომ თურმე პარტიული დისციპლინა არსებობდა დღეს და ზოგადად განცხადებების გაკეთება, ამას კრძალავდნენ ბოლშევიკები. სულით და გულით ბოლშევიკები, პატარა კომკავშირელები არიან. რომ კითხო დასავლური სტანდარტის პარტიაა და დასავლურად უყურებენ და დასავლური ღირებულებების მატარებლები  არიან. კიდევ ერთხელ ჩანს, რომ ბოლშევიკები არიან. ტრამპის, მაკკეინის და რესპუბლიკური პარტიის დაპირისპირებას რომ შევხედოთ, რა ქნას ტრამპმა, ვინც ცუდი რამე თქვა ყველა გააგდოს? თუ ამომრჩეველი გამრიცხავს ეს იქნება გარიცხვა, თორემ კობახიძე და მისნაირები, ბოლშევიკები თუ გამრიცხავენ, არაუშავს“, - განუცხადა „რუსთავი 2“-ს დავით ჭიჭინაძემ.

ცნობისთვის, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „გასული რამდენიმე თვის განმავლობაში მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა არაერთი საჯარო განცხადება, რომლითაც მან შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის წევრებს და ზიანი მიაყენა პარტიის იმიჯსა და ინტერესებს“.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-მ სანქციები დაუწესა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ირანს „შაჰედის“ წარმოებაში ეხმარებიან
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
Amnesty International -მხოლოდ ეს ხუთი დაპატიმრება ნაკლებად ცვლის დაუსჯელობის უფრო ფართო სურათს საქართველოში
საფრანგეთში ჰანტავირუსით ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი რვა ადამიანი კარანტინში მოათავსეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics