12:59 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-02 18:19:13, 364 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: საჰაერო თავდაცვის სისტემის თემაზე თავის დროზე იმაზე მეტი ისაუბრეს, ვიდრე შეიძლებოდა და არ მინდა მეც იმ რიგში ჩავდგე

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი საჰაერო თავდაცვის სისტემის საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.

როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს თემა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველია და ამიტომ, მასთან დაკავშირებით საუბარი მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

„ამ თემებზე მეტ კომენტარს აღარ გავაკეთებ.ვინც თავის დროზე ამაზე ისაუბრა, ისაუბრა იმაზე მეტი, ვიდრე შეიძლებოდა რომ ესაუბრა. ამიტომ, მეც არმინდა რომ იმ რიგში ჩავდგე.ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი, სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხი და ეს არის ის თემა, რომელიც თუკი რამეს დავახარისხებთ სწორედ არის სახელმწიფო საიდუმლოება. მაიტომ, მესმის, თქვენი ინტერესი სრულიად ლეგიტიმური და აბსოლუტურად სწორია, მაგრამ ჩემიც უნდა გაიგოთ, რომ მე ამაზე ბევრს ვერ ვილაპარაკებ“,-განაცხადა თინა ხიდაშელმა.

შეგახსენებთ, თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ კონტრაქტს, რომელიც საფრანგეთთან საჰაერო თავდაცვითი იარაღის და საჰარეო თავდაცვითი სისტემის შესყიდვას გულისხმობს, ხელს მოაწერს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics