|
2018-07-18 14:43:33, 519 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერია რამდენიმე გამზირისა და ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს
"უახლოეს დღეებში, თბილისის მასშტაბით, მნიშვნელოვანი მაგისტრალების, გამზირებისა და ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყება", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, ბარათაშვილის აღმართის კაპიტალური რეაბილიტაცია დღეიდან იწყება. „დღეს იწყება ბარათაშვილის აღმართის კაპიტალური რეაბილიტაცია, რაც, შეიძლება ითქვას, ათეულობით წლის განმავლობაში არ განხორციელებულა. სამუშაოების ფარგლებში, გათვალისწინებულია სანიაღვრე ქსელის აღდგენა, სადრენაჟო სისტემის, ბორდიურისა და ტროტუარის მოწყობა. ასევე, მთლიანად შეიცვლება განათების სისტემა. ჯამში, 15 ათასი კვადრატული მეტრი ასფალტის საფარი შეიცვლება. ამ კონკრეტული პროექტის განხორციელებაში დაახლოებით, 3 მილიონ 233 ათასი ლარი დაიხარჯება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების გამო, თბილისში ტრანსპორტის გადაადგილების მხრივ, გარკვეული შეზღუდვები დაფისქირდება, რის გამოც, დედაქალაქის მერი მოსახლეობას ბოდიშს უხდის. „ქალაქში, სხვადასხვა რაიონებში მნიშვნელოვანი და მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ვიწყებთ. მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, მძღოლებს იმიტომ, რომ ქალაქში გარკვეული შეზღუდვები იქნება, თუმცა ეს ყველაფერი ჩვენი ქალაქის მოსახლეობისთვის კეთდება. მიზანმიმართულად იქნა არჩეული ეს პერიოდი, რადგან ხალხი ქალაქიდან გადის და შედარებით, ნაკლები მოძრაობაა. ჩვენ რამდენიმე დღის განმავლობაში, კონკრეტულ მონაკვეთებზე შესაბამის სამუშაოებას დავიწყებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის ინფორმაციით, ასევე, დაიწყება კახეთის გზატკეცილის მარჯვენა სათადარიგო ზოლის კაპიტალური სამუშაოები, მარცხენა სათადარიგო ზოლზე სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, რომელიც რამდენიმე თვეში დასრულდება.
(NS)
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)