19:39 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-18 14:10:45, 772 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიამ დიდ დიღომში, ანბანის ბაღში დაწყებული მშენებლობა შეაჩერა

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, დიდ დიღომში, ანბანის ბაღში დაწყებული მშენებლობა შეჩერდა და სავარაუდოდ, მისი დემონტაჟი განხორციელდება. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მშენებლობის შეჩერებას დიდი დიღმის მოსახლეობა ითხოვდა, რადგან ობიექტი რეკრეაციულ ზონაში მდებარეობს. 

„წინასაარჩევნო კამპანიის დროს ვსაუბრობდი, რომ არცერთი მშენებლობა არ განხორციელდება სკვერებში, სპორტული მოედნების ადგილზე იმიტომ, რომ ეს არის რეკრეაციული ზონები, რომელსაც მოვლა-პატრონობა და შენარჩუნება სჭირდება. ჩვენ კარგად გვესმის ეკოლოგიური თვალსაზრისით, დედაქალაქში რა მდგომარეობაა. შესაბამისად, მწვანე სივრცეებს უნდა გაფურთხილდეთ. „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ანბანის ბაღში დაწყებულია მშენებლობა, რომელსაც გაცემული ნებართვითაც კი, ყველანაირი პირობა, მოცულობა დარღვეული აქვს. ამ კონკრეტულ ობიექტთან დაკავშირებით, დიდი დიღმის მოსალხეობის მხრიდან ძალიან ბევრი საჩივარია შემოსული. ამ დროისთვის, მშენებლობა შეჩერებულია და მგონია, რომ მისი დემონტაჟი უნდა განხორციელდეს. სკვერებში, პარკებში, სპორტულ მოედნებზე მსგავსი გაუთვალისიწინებელი სიმახინჯეების მშენებლობა არ უნდა დავუშვათ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე შესაბამისი ფოტომასალაც წარმოადგინა, რომელზეც ანბანის პარკში არსებული მშენებლობაა ასახული და მერის მოადგილეებს მიმართა, ობიექტის მესაკუთრის უფლებები მაქსიმალურად დაიცვან.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ბიზნესს არ ვებრძვით. პირიქით, ბიზნესს ყველანაირად ხელს შევუწყობთ, რომ სწორი განაშენიანება და ხარისხინი პროექტების განხორციელება მოხდეს. მესაკუთრის უფლებები მაქსიმალურად დაცული იქნება. შეხვდით მესაკუთრეებს, რომ არაფერი დაკარგონ. თუ საჭირო იქნება, ადგილმონაცვლეობა გააკეთეთ. კონკრეტულ ლოკაციაზე კი, აღნიშნული პროექტის განხორციელება მისაღები არაა“, - მიმართა დედაქალაქის მერმა მოადგილეებს. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics