19:39 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-18 14:06:07, 510 ნახვა

საზოგადოება
მთიან რეგიონებში განახლებადი ენერგორესურსების ეფექტური გამოყენების შესაძლებლობებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ლიტვის ბიომასის ასოციაციისა და შპს „ახალი ტექნოლოგიების ცენტრის" ორგანიზებით გაიმართა ერთობლივი სამუშაო შეხვედრა თემაზე „განახლებადი ენერგორესურსების ეფექტური გამოყენების შესაძლებლობები საქართველოს მთიან რეგიონებში".
 
შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ გახსნა, რომელსაც ესწრებოდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი სხვადასხვა უწყებებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად.
 
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ლიტვა-საქართველოს ბიომასის ასოციაციებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ერთობლივი ინიციატივა საქართველოში საუბნე გამათბობელი სისტემების შესაძლებლობების დემონსტრირების შესახებ. 
 
პროექტი 2017 წლის ზაფხულში დაიწყო. დღეის მდგომარეობით  ჩატარებულია წინასაპროექტო მოკვლევა, მიმდინარეობს საპილოტე პროექტის მიზანშეწონილობის შესწავლა. საპილოტე პროექტი „ქ. ბორჯომში განახლებადი წყაროების ჰიბრიდული ენერგოცენტრალების ჩართულობით საუბნო გამათბობელი სისტემის ორგანიზება" სახელმწიფო-კერძო თანამშრომლობის (PPP) პრინციპებით განხორციელდება. 
 
ლიტვური კომპანია „ენერსტენას" და შპს „ახალი ტექნოლოგიების" ცენტრის მიერ განხორციელდა კონცეპტუალური პროექტირება და მიზანშეწონილობის ანალიზი. მიმდინარეობს ტექნიკური პროექტირება, რომელიც დასრულების სტადიაშია. პროექტის საორიენტაციო ბიუჯეტი 12 მილიონი ევროა.
 
შეხვედრაზე განიხილულ იქნა მიზანშეწონილობის ანალიზის შუალედური შედეგები, გაანალიზდა ბარიერები და ხელშემწყობი პირობები, გაიმართა დისკუსია პროექტის კომერციული მიზანშეწონილობის მიღწევის მიზნით.
 
პროექტის პარტნიორები არიან სამცხე-ჯავახეთის მხარე, ახალციხის მუნიციპალიტეტი, ბორჯომის მუნიციპალიტეტი, შპს „პარკ ჰოტელი", მცხეთა-მთიანეთის მხარე, დუშეთის მუნიციპალიტეტი.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics