|
2018-07-18 14:06:30, 582 ნახვა
საზოგადოება
არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების, სამშენებლო პროექტისა და გრგ-ს მომზადება შესაძლოა, სერტიფიცირებას დაექვემდებაროს
მეორე, მესამე, მეოთხე კლასის ობიექტებზე არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების, სამშენებლო პროექტისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) მომზადება სერტიფიცირებას უნდა დაექვემდებაროს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, აღნიშნული დოკუმენტის მომზადებისთვის კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებაა საჭირო, რომელზე მუშაობაც მან თბილისის ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა. „ჩვენ მიმდინარე წელს განვახორციელეთ მნიშვნელოვანი რეფორმა, რომლითაც არქიტექტურისა და ურბანული განვითარების საკითხები ერთმანეთისგან გაიმიჯნა. ურბანული განვითარების სამსახური, ფაქტობრივად, ნულიდან შეიქმნა. გარდა ამისა, გავამარტივეთ არქიტექტურის სამსახურში მართვა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესი ეფექტიანი გავხადეთ. დღეს არქიტექტურის სამსახური გამართულად ფუნქციონირებს, თუმცა საჭიროა, ამ პროცესის მუდმივი მონიტორინგი და ამის საფუძველზე სერვისების დახვეწა. ამჟამად, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ, ურბანული განვითარების მართვის პროცესის გაუმჯობესებაა, რათა გადაწყვეტილებები დროულად მიიღებოდეს და ეს გადაწყვეტილებები ხარისხიანი იყოს“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე განმარტებით, აღნიშნული პროცესის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია, როგორც მერიაში მაღალკვალიფიციური მომსახურება, ასევე, მერიის გარეთ არსებული პროცესების მართვა და განვითარება. „აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, არქიტექტურისა და ურბანული მართვის სფეროში ცალკეული საქმიანობები. კერძოდ, მეორე, მესამე, მეოთხე კლასის ობიექტებზე არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების მომზადება, სამშენებლო პროექტის მომზადება და განაშენიანების რეგულირების გეგმის მომზადება უნდა დაექვემდებაროს სერტიფიცირებას, რათა ქალაქში განხორციელდეს მაღალკვალიფიციური არქიტექტურული მომსახურება და მივიღოთ მაღალკვალიფიციური არქიტექტურული გადაწყვეტილებები. ეს არის მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია, რომელიც მაღალკვალიფიციურ დონეზე მომზადებას საჭიროებს“, - აღნიშნა თბილისის მერმა და მოადგილეს, მაია ბითაძეს ურბანული განვითარების სამსახურის მიმართულებით გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა სთხოვა. თბილისის მერის მოადგილის ინფორმაციით, მერის დავალების მომენტში, ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის შიდა მიმოწერაში 800-მდე ქალაქმშენებლობითი გადაწყვეტილების მოთხოვნა იყო დარეგისტრირებული. „ურბანული განვითარების სამსახურმა, რომელიც აპრილის ბოლოს შეიქმნა, პრაქტიკულად, როგორც ახალშემოსულ, ასევე ძველ, დაგროვილ ქალაქმშენებლობით, მათ შორის, 2017 წლის გადაწყვეტებზე დაიწყო მუშაობა. სერვისების განვითარების სააგენტოსთან და ვიცე-მერთან ერთად, დავიწყეთ მუშაობა სერვისების გამარტივებისა და პროცედურების დახვეწის კუთხით. ურბანული განვითარების სამსახურის თანამშრომლების 24-საათიან მუშაობის შედეგად და აქვე მინდა თითოეულ მათგანს მადლობა გადავუხადო, 800 დაგროვილი მოთხოვნიდან, დღესდღეობით, დარჩენილია 200-მდე მოთხოვნა. მათ შორის, მოთხოვნები წითელი ხაზებისა და ფუნქციური ზონების კორექტირებასთან, გრგ-ების დავალებები, პროექტები და ე.წ. სპეცნებართვები“, - აღნიშნა მაია ბითაძემ. მისივე თქმით, ამ მიმართულებით ინტენსიური მუშაობა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. ის სერვისები კი, რომელზე მუშაობაც ერთობლივად მიმდინარეობს, თანამშრომლებზე დატვირთვას შეამცირებს და მომსახურებას გაამარტივებს. ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის თითოეულ თანამშრომლებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა დედაქალაქის მერმაც გადაუხადა და აღნიშნა, რომ დარჩენილ 200-მდე განაცხადს დროული პასუხი უნდა გაეცეს.
(NS)
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)