|
2018-07-18 13:22:32, 533 ნახვა
საზოგადოება
„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“: საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება საზოგადოების „დაბოლებას“ განაგრძობს
„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პარლამენტში მიმდინარეობს მსჯელობა გარკვეულ ადგილებში თამბაქოზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით, რაც მათთვის მიუღებელია. „ვეხმიანებით პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტში საკანონმდებლო ცვლილების წინადადებათა განხილვას და ვაცხადებთ, რომ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება საზოგადოების დაბოლებას განაგრძობენ. 16 ივლისს პარლამენტმა განიხილა წინადადებები, რომელთა მიხედვით, შესაძლოა, თამბაქოს კონტროლის კანონში ცვლილებები შევიდეს. კერძოდ, სლოტ-კლუბებში და ნებისმიერ შენობაში, სადაც სათამაშო ბიზნესის სახეობები იმართება, თამბაქოს მოხმარება დაიშვას. ასევე მოითხოვენ მოწევა დაიშვას თეატრებში, სცენაზე, სპექტაკლის მიმდინარეობის დროს, როგორც შემოქმედებითი ნაწილი. ცვლილებათა ავტორები ასევე მოითხოვენ, რომ თამბაქოს კონტროლის კანონით შეზღუდვები მოიხსნას სახმელეთო სასაზღვრო პუნქტების თავისუფალ ზონებში, ე.წ. „დუტი ფრიში“ და ისეთივე თავისუფლება მიეცეთ, როგორ აეროპორტის საბაჟო ტერიტორიაზე არსებულ თავისუფალ ზონებს, სადაც სავალდებულო არ არის თამბაქოს ნაწარმის პიქტოგრამებიანი შეფუთვაით რეალიზაცია. მიუღებლად მიგვაჩნია ამ ტიპის საკანონმდებლო წინადადებების განხილვაც კი, არათუ საკანონმდებლო ინიციატივების წამოყენება და შემდგომი, რეგლამენტის შესაბამისად პროცესის განვითარება. თამბაქოს ინდუსტრიის ხრიკების გამო პარლამენტში ასეთი დათმობით პირველ რიგში შეურაცხყოფას აყენებენ საზოგადოებას, ხალხს, რომელმაც თამბაქოს კონტროლის კანონი აიტაცა და იმ ადგილებში, სადაც ყველაზე მეტად შიშობდნენ დარღვევების შესაძლებლობას, კანონი ფაქტობრივად 100 %-ით სრულდება, ანუ ე.წ. სამასპინძლო ბიზნესში , კაფე-ბარებსა და რესტორნებში, ღამის კლუბებში და პაბებში ხალხი უპრობლემოდ იცავს კანონს. თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონ-პროექტზე იმდენ ხანს ვმსჯელობდით და ისეთი მასშტაბით განვიხილავდით, ფაქტობრივად არ უნდა დარჩენილიყო შენიშვნების და შესწორებების საჭიროება და ის რაც, 16 ივლისს პარლამენტმა საკანონმდებლო წინადადებების სახით განიხილა, არის თამბაქოს ინდუსტრიის მცდელობა მათი ინტერესების დამცველების, ლობების სახით, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებიდან მოახდინოს კანონის დისკრედიტაცია და დაშალოს იგი ნაწილებად. სხვანაირად შეუძლებელია იმის ახსნა, რაც პარლამენტარების, ისკო დასენის და ალექსანდრე ქანთარიას განსაკუთრებული აქტიურობის შედეგად ხდება. ისკო დასენი აღმოჩნდა დეპუტატი, რომლის სახითაც დასაყრდენი იპოვა სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ და მოითხოვა, რომ პარლამენტს გადაეხედა კანონისთვის და კაზინოების მსგავსად სლოტ-კლუბებში, ტოტალიზატორებში და სხვა ამ ტიპის სათამაშო სახლებშიც დაეშვა მოწევა, რადგან, თურმე ჩამოთვლილი ე.წ. დაწესებულებები კაზინოსთან არაკონკურენტუნარიან პირობებში იმყოფებიან და ვისაც მოწევა და თამაში ერთად უნდა, ტოტალიზატორში და სლოტ-კლუბში კი აღარ შედის, კაზინოში გარბის. ეს არის სრული სიცრუე და თუ მაინც მათ ბიზნესს ასეთი საფრთხე ემუქრება, გამოსავალი მარტივია, როგორც კანონის მიღებამდე მოვითხოვდით, მოწევა აიკრძალოს კაზინოშიც. რაც შეეხება თეატრებში სცენაზე მოწევას, წარმოუდგენელია, რომ ამ არაკულტურული, არაესთეტიკური და ჯანმრთელობისთვის მავნე წინადადების ავტორია დეპუტატი, პროფესიით დრამის რეჟისორი ალექსანდრე ქანთარია, ვისაც სხვა თუ არაფერი, შემოქმედებით პროცესში რეკვიზიტის გამოყენების თემა კარგად უნდა ესმოდეს და არ ცდილობდეს უსაფუძვლოდ დრამის შექმნას. თამბაქოს კონტროლის ალიანსი არ აპირებს მხარი დაუჭიროს საზოგადოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კანონის დაშლის მცდელობას და მოუწოდებს ხელისუფლებას, როგორც აღმასრულებელს, ისე, საკანონმდებლოს: თქვენი ვალდებულებაა, შეასრულოთ კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულებები, დაიცვათ ადამიანის უპირველესი, სიცოცხლის, ჯანმრთელ გარემოში ცხოვრების უფლება და არა თამბაქოს ინდუსტრიის, სათამაშო ბიზნესის ან თუნდაც ცალკეული მინისტრის, პარლამენტარის ან დეპუტატების ჯგუფის ინტერესები, რომელიც შეიცავს არამხოლოდ ადამიანებისთვის სახიფათო მიდგომებს, კორუფციის ნიშნებსაც და საჭიროებს შესაბამისი, სამართლებრივი სტრუქტურებისგან საფუძვლიან კვლევას. პარლამენტო და მთავრობავ დაბოლების პროცესი დასრულდა. ნუ გვაიძულებთ თავიდან ჩაგირთოთ მრიცხველი, რომელიც დაგითვლით კანონის დეგრადაციის და თამბაქოს მოხმარებაზე აკრძალვების გაუქმება-შემსუბუქების შედეგად რამდენ კაცს მოკლავთ ყოველდღიურად“, - ნათქვამია „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ განცხადებაში.
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)