10:42 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-18 11:53:02, 1013 ნახვა

პოლიტიკა
საქართველომ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამიტს რეზოლუციის მიღება შესთავაზა

საქართველომ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამიტს რეზოლუციის მიღება შესთავაზა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რეზოლუციაში მკაფიოდაა ჩამოყალიბებული ღია მმართველობის პრინციპები და მიდგომები, რომლებიც საფუძვლად უდევს დემოკრატიულ განვითარებასა და გამჭვირვალე მმართველობას.

„პარტნიორობის მთავარი ღირებულება სწორედ გამოცდილების გაზიარებაა, რაც დიდ დახმარებას გვიწევს გრძელვადიანი შედეგების მიღწევაში. გამოცდილების გაზიარებასთან ერთად, ჩვენ შესაძლებლობა გვეძლევა, ვიმსჯელოთ ამავე დროს არსებულ გამოწვევებზე. ღია მმართველობის ლიდერთა გაერთიანებით შესაძლებელი გახდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და შედეგზე ორიენტირებული ვალდებულებების აღება. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ღია მმართველობის პარტნიორობა - ეს არის, პირველ რიგში,  მოქალაქეებისთვის ხელშესახები ცვლილებების მიღწევის შესაძლებლობა. 

საქართველო, ისევე, როგორც  ღია მმართველობის პარტნიორობის სხვა ქვეყნები, კვლავ დგას გამოწვევების წინაშე. ამიტომ, სამიტის ფარგლებში ჩვენ მმართველ კომიტეტს შევთავაზეთ რეზოლუციის მიღება, სადაც მკაფიოდაა ჩამოყალიბებული ღია მმართველობის პრინციპები და მიდგომები, რომლებიც საფუძვლად უდევს დემოკრატიულ განვითარებასა და გამჭვირვალე მმართველობას. ეს რეზოლუცია გუშინ OGP-ის მმართველმა კომიტეტმა ერთხმად  დაამტკიცა და მინდა, მათ ამისთვის მადლობა გადავუხადო.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რამდენიმე დღის წინ  ღია მმართველობა საქართველოს ფორუმმა დაამტკიცა ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, მოქალაქეთა ჩართულობის გაუმჯობესებას, საჯარო ფინანსების უკეთეს მართვასა და უსაფრთხო გარემოს შექმნას ითვალისწინებს.

მოგეხსენებათ, ჩვენ როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ, ჩვენ ოთხი მთავარი მიზანი დავისახეთ, ესენია: მოქალაქეთა ჩართულობისა და თანამშრომლობის გაძლიერება; მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა; საჯარო სერვისების მიწოდებაში ინოვაციების დანერგვა და ღია მმართველობის პარტნიორობის, როგორც ინიციატივის მნიშვნელოვანი გაძლიერება და განმტკიცება. სამიტის დაგეგმვისას სწორედ ეს თემატიკა გავითვალისწინეთ. იმედს გამოვთქვამ, ეს ფორუმი იქნება საუკეთესო საშუალება ჩვენი თანამშრომლობის გასაღრმავებლად“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
Amnesty International -მხოლოდ ეს ხუთი დაპატიმრება ნაკლებად ცვლის დაუსჯელობის უფრო ფართო სურათს საქართველოში
საფრანგეთში ჰანტავირუსით ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი რვა ადამიანი კარანტინში მოათავსეს
ზელენსკის განკარგულებით, უკრაინის დარტყმის გეგმიდან მხოლოდ წითელ მოედანს გამორიცხავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics