|
2018-07-18 11:35:32, 845 ნახვა
კომენტარი
ვილსონი: უსაფრთხოების არარსებობა საქართველოსთან მიმართებაში ისაა, რამაც რუსეთს ტერიტორიების ოკუპირებისკენ უბიძგა
რუსეთი ცდილობს თავისი მეზობლები, უკეთეს შემთხვევაში, „ნაცრისფერ ზონაში" იყოლიოს, ხოლო უარეს შემთხევაში - თავისი ბატონობის ქვეშ", - ამის შესახებ „U.S. Atlantic Council"-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა დეიმონ უილსონმა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მოქმედი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის (ჰელსინკის კომისია) ფარგლებში გამართულ მოსმენაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. მოსმენაზე დეიმონ უილსონმა ვრცლად ისაუბრა 2008 წლის რუსეთის აგრესიის და ნატოს ბუქარესტის სამიტის 10 წლისთავზე, კონფლიქტის გამომწვევ მიზეზებზე, არსებულ მდგომარეობასა და მის გავლენაზე, როგორც აშშ-ის ინტერესებზე, ასევე საერთაშორისო უსაფრთხოებაზე. რუსეთის აგრესიამ გამოიწვია ახალი რეალობის შექმნა და ალიანსის წევრებს ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებისკენ უბიძგა: „რუსეთის რევანშისტული პოლიტიკის და მის მიერ საერთაშორისო წესრიგის რღვევამ განაპირობა, რომ ბრუსელში ჩვენ გახლდით მოწმე იმისა, რომ მიუხედავად ტრანსატლანტიკური დაძაბულობისა და განსხვავებებისა, ალიანსის წევრებს შორის სუფევდა კონსენსუსი გაფართოების პოლიტიკასთან მიმართებით. გაფართოების პოლიტიკა სტაბილურობის გარანტორია, ის ემსახურება აშშ-ს ინტერესებს, მიესალმება იმ ქვეყნებს ვინც მზად არიან იმ პასუხისმგებლობისთვის, რასაც ალიანსის წევრობა ითვალისწინებს და აძლიერებს ქვეყნების იმუნიტეტს რუსეთის მცდელობების მიმართ მოახდინოს მათი დესტაბილიზაცია", - აღნიშნა უილსონმა. დეიმონ უილსონმა დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე გაწეული ძალისხმევა და ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი წვლილი და აღნიშნა, რომ ყოველივე ეს ქმნის სოლიდურ საფუძველს ინტეგრაციის პროცესის შემდგომი განვითარებისთვის, როცა ალიანსმა ქმედით ნაბიჯები უნდა გადადგას: „მოკავშირეებმა მკაფიოდ უნდა დააფიქსირონ, თავიანთი პოზიცია, რომ გაფართოების გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს მესამე მხარის ვეტო, რაც ნიშნავს, რომ რუსეთის ოკუპაცია ვერ იქცევა დაბრკოლებად წევრობისთვის" . სხვებთან შედარებით საქართველომ და უკრაინამ ბევრად მეტი იბრძოლეს ნატოს პრინციპების დასაცავად. ისინი მზად არიან წარმოადგენდნენ ალიანსის მნიშვნელოვან კონტრიბუტორებს. ორივე ქვეყანა თავდაცვის ბიუჯეტისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტს გამოყოფს. საქართველო წარმოადგენს ნატო-სა და სხვა საერთაშორისო მისიების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კონტრიბუტორს. „ თუ დავუშვებთ ამ ქვეყნების მისწრაფებათა რუსეთის საოკუპაციო და დაშინების პოლიტიკის მძევლად ქცევას, ეს იქნება წინაპირობა ევროპაში კონფლიქტებისა და არასტაბილურობის შესაქმნელად. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ისინი თავისუფლების ფლაგმანები არიან და საბოლოოდ უნდა დავუმკვიდროთ მათ ადგილი ალიანსში, რაც ევროპის აღმოსავლეთით მშვიდობის უზრუნველყოფის გარანტიაა ", - განაცხადა მან. აღსანიშნავია, რომ მოსმენა, თემაზე „რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია და საერთაშორისო წესრიგის რღვევა", 17 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მოქმედი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის (ჰელსინკის კომისია) ფარგლებში გაიმართა. კომისიის წევრების წინაშე მოხსენებით წარსდგნენ საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე, „Heritage Foundation"-ისმკვლევარი ლუკ კოფი, „U.S. Atlantic Council"-ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ ვილსონი.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)