03:29 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-17 18:54:49, 909 ნახვა

კომენტარი
ზურაბ ალავიძე - შეკითხვები შეეხებოდა თანამდებობაზე დანიშვნამდე და ასევე შემდგომ პერიოდში ჩატარებულ ტენდერებს

ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე მთავარ პროკურატურაში მის დაკითხვას ეხმაურება. 

როგორც ალავიძემ განმარტა, უწყებაში დასმული შეკითხვები ტენდერებსა და შესყიდვებს ეხებოდა. 

„ვიმყოფებოდი მთავარ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით. გამოკითხვაზე შეკითხვები შეეხებოდა ჩემს თანამდებობაზე დანიშვნამდე და ასევე შემდგომ პერიოდში ტენდერებში გამარჯვებულად გამოვლენილ კომპანიებს და შესყიდვებს. გამოძიებას მივაწოდე ჩემს ხელთ არსებული სრული და ამომწურავი ინფორმაცია. როგორც იცით, მიმდინარეობს გამოძიება და დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მზად ვარ, პასუხი გავცე შეკითხვებს", - აღნიშნა ყოფილმა მინისტრმა.

ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე მთავარ პროკურატურაში დღეს გამოკითხეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics