|
2018-07-17 18:52:30, 777 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ ყოლბაიამ საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში შეხვედრა გამართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარემ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდების წინაშე მდგარი პრობლემები და სპორტული ინფრასტრუქტურის კუთხით არსებული მძიმე ვითარება გააცნო. ხაზი გაესვა ენგურის მეორე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების აუცილებლობას. ვახტანგ ყოლბაიამ კმაყოფილება გამოხატა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ახალი ინიციატივის მიმართ, რომელიც ახალგაზრდებისთვის სპორტის საყოველთაო ხელმისაწვდომობას გულისხმობს. ასევე, შეხვედრაზე ხაზი გაესვა სპორტის დადებით როლს შერიგების და ნდობის აღდგენის საკითხში. „ეს არის უდიდესი პოტენციალის მქონე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელმაც შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშოს საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის საკითხში“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა უფრო აქტიურად ჩაერთვება სპორტის საყოველთაო ხელმისაწვდომობის პროექტის განხილვაში და ამ საქმეში საკუთარ წვლილს შეიტანს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსგავსი სახის შეხვედრები კვლავ გაგრძელდება. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე როლანდ ნიჟარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ვიტალი ბენდელიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა ესწრებოდნენ.
(NS)
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)