22:25 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-20 14:09:34, 342 ნახვა

საზოგადოება
საჯარო რეესტრის თანამშრომლებს „სოლიდარობის ფონდის“ ჯილდო და მადლობის სიგელი გადაეცათ

სასტუმრო „რედისონში“ საქართველოს სოლიდარობის ფონდის 2014 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია და ფონდის მხარდამჭერი ორგანიზაციების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ფონდის განსაკუთრებული მხარდაჭერისათვის სპეციალური ჯილდო იუსტიციის სამინისტრომ მიიღო.

მთავრობის ადმინისტრაცის სახელით, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძემ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა, როგორც მინისტრს, რომელმაც ყველაზე აქტიურად დაუჭირა მხარი სოლიდარობის ფონდს.

საქვეუწყებო ორგანიზაციებს შორის, ფონდში ყოველთვიურად განხორციელებული დონაციის  მაღალი მოცულობისთვის, სოლიდარობის ჯილდო და მადლობის სერტიფიკატი  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს გადაეცათ.

„საჯარო რეესტრის თანამშრომლები მთავრობის ახალ ინიციატივას აქტიურად გამოეხმაურნენ. ფონდის საქმიანობაში 956-მდე თანამშრომელია ჩართული და მათი რიცხვი კიდევ გაიზრდება. სოლიდარობის ფონდში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების სახელით 2014 წელს 11 511 ლარი გადაირიცხა. სააგენტოს თანამშრომლებისთვის განსაკუთრებით საამაყოა ის ფაქტი, რომ მათ საკუთარი წვლილი შეაქვთ ონკოლოგიური დაავადებების მქონდე ბავშვების ძვირადღირებული მკურნალობის დაფინანსებაში“, - აღნიშნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ.

სპეციალური ჯილდოებით აღინიშნა საჯარო რეესტრის, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, სმართ ლოჯიქის წვლილი საქველმოქედო საქმიანობაში. იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ორი სსიპ - „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი“ და „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ თანამშრომელთა 100 % ჩართულობისათვის დაჯილდოვდნენ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, 2014 წლის 18 იანვრის მონაცემებით, სოლიდარობის ფონდის საქმიანობაში ყოველთვიურად 240-ზე მეტი საჯარო უწყების 40,000-ზე მეტი თანამშრომელია ჩართული.

სულ შემოსული 1,701,330 ლარიდან ფონდის კომისიის 9 სხდომაზე დამტკიცდა 22 წლამდე ონკოლოგიური დაავადებების მქონე 58 ბავშვისა და ახალგაზრდის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაფინანსება, მათ შორის, 18 შემთხვევაში - საზღვარგარეთ, ხოლო 40 შემთხვევაში - საქართველოში. სულ 1,198,000 ლარის ოდენობის დაფინანსებაა დამტკიცებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics