2018-07-17 17:19:16, 906 ნახვა
კომენტარი
ტყიბულის შახტაში დაშავებულ 2 მეშახტეს კანის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდება
ტყიბულის შახტაში დაშავებული 4 მეშახტიდან ორის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ ხელის მტევნების ფუნქციის შესანარჩუნებლად კანის გადანერგვის ოპერაციებს ჩაუტარებენ.
„რაც შეეხება ორ მძიმე პაციენტს, რომლებიც დამწვრობის ცენტრის რეანიმაციაში არიან მოთავსებულები, მათი მდგომარეობა ასევე მძიმედ რჩება. ახლა გადაწყდა, რომ ხვალ ერთ პაციენტს კიდურებზე კანის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდება, ორივე მტევანზე ფუნქციის შენარჩუნების მიზნით, ხოლო მეორე პაციენტისთვის იგივე ოპერაცია ზეგისთვის არის დაგეგმილი“,- განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.
ავტორი: ,