|
2018-07-17 15:41:30, 553 ნახვა
კომენტარი
მამუკა ბახტაძე - საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე, იტალია მნიშვნელოვანი და საიმედო პარტნიორია
საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის ურთიერთობები დაფუძნებულია ერთგულ მეგობრობასა და ძლიერ პარტნიორობაზე, რაც მთელი ამ წლების განმავლობაში კიდევ უფრო მტკიცდებოდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი შეფასებით, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და იტალიას შორის, ისტორიაში პირველად, იტალიის მხრიდან ასეთი მაღალი დონის ვიზიტი შედგა. მამუკა ბახტაძემ იტალიის პრეზიდენტს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი იტალიის მკაფიო მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს. “დარწმუნებული ვარ, თქვენი სტუმრობა ახალ იმპულსს შესძენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკური ურთიერთობები სულ უფრო ინტენსიური ხდება. ამაზე მეტყველებს მაღალი დონის ვიზიტების დინამიკა და სხვადასხვა სფეროში მიღწეული შედეგები. აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე იტალია მნიშვნელოვანი და საიმედო პარტნიორია. ეს არ ეხება მხოლოდ ბოლო წლების ურთიერთობას. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან იტალია იდგა ჩვენს გვერდით, რისთვისაც მსურს, იტალიელ ხალხს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო. რაც შეეხება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებს, ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ აქ კარგი შედეგები გვაქვს, განსაკუთრებით თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ. 2017 წლის სტატისტიკური მონაცემებით, უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის იტალიას მე-10 ადგილი უკავია. მოხარული ვარ, რომ მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 109 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ წელს ჩვენ იტალიასთან საუკეთესო სავაჭრო ბრუნვა გვექნება. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ნაბიჯები, რომლებიც ჩვენ გადავდგით ბოლო პერიოდის განმავლობაში, საკმაოდ შედეგიანია”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ საქართველოდან იტალიაში ექსპორტზე სხვადასხვა სახის პროდუქცია გადის, მათ შორის თხილი, ტექსტილის ნაწარმი, მინერალური სასუქები, ღვინო, ფეროშენადნობები და ბევრი სხვა. “ორ ქვეყანას შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებზე რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს DCFTA, რომელმაც ჩვენი ურთიერთობა ხარისხობრივად ახალ საფეხურზე აიყვანა. მთავრობა აქტიურად ახორციელებს რეფორმებს, რომელიც DCFTA-ით არის გათვალისწინებული. ჩვენ მივიღეთ ამ პროცესის დაჩქარების გადაწყვეტილება, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადებში შევასრულოთ შეთანხმბებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება”, - აღნიშნა ბახტაძემ.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)