03:42 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-17 13:01:44, 765 ნახვა

კომენტარი
კახიძე - თუ ხოცვა-ჟლეტის გარეშე ნახშირს ვერ მოვიპოვებთ, აქცენტი ადამიანის სიცოცხლეზე უნდა გაკეთდეს

„თუ გამოდის, რომ ადამიანების ხოცვა-ჟლეტის გარეშე ნახშირს ვერ მოვიპოვებთ, აქცენტი ადამიანის სიცოცხლის სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს“,- ასე გამოეხმაურა ტყიბულის შახტაში მომხდარ ტრაგედიას „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე.

მისი განმარტებით, თუ შრომითი პირობების დაცვა ვერ ხდება, შახტა უნდა დაიხუროს.

 „ხელისუფლება, ამდენი წლის განმავლობაში, ყოველი ამ ტრაგედიის შემდეგ, არცერთ პირს არ სჯის. თუ შრომით პირობები იქ არი იყო დაცული, მაშინ შესაბამისი პირები არიან პასუხისმგებელნი. თუ შრომითი პირობების დაცვა ვერ ხდება და შეუძლებელია შახტის ბუნებიდან გამომდინარე, მაშინ საკითხი ლოგიკურია, ვერ ვიცავთ ამ პირობებს და შესაბამისად, უნდა დაიხუროს შახტა. რაც შეეხება ამ კომპანიის სახელმწიფოსთვის გადაცემას, ეს რა თქმა უნდა, არასწორია. სახელმწიფო მით უმეტეს ვერ მიხედავს ქვანახშირის მომპოვებელ შახტას, ეს არის კერძო სექტორის საქმე, შესაბამისად უნდა მოხდეს, ან ხელახალი პრივატიზაცია, ან თუ გამოდის რომ ადამიანების ხოცვა-ჟლეტის გარეშე ამ ნახშირს ვერ მოვიპოვებთ, მე მგონი აქცენტი უნდა გაკეთდეს ადამიანის სიცოცხლის სასარგებლოდ“, -აღნიშნა ოთარ კახიძემ.

 ცნობისთვის, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში აფეთქების შედეგად 4 ადამიანიდაიღუპა, 6 კი, დაშავდა. მომხდარს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შახტი არ განაახლებს მუშაობას, ვიდრე არ დასრულდება როგორც სისხლის სამართლებრივი გამოძიება, ისე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა. გარდა ამისა, ბახტაძის გადაწყვეტილებით, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics