|
2018-07-17 11:45:08, 544 ნახვა
საზოგადოება
კლიმატის ცვლილების შემარბილებელ ღონისძიებებში მუნიციპალიტეტების ჩართულობა მნიშვნელოვანია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში კლიმატის ცვლილების სფეროში ღია მმართველობის ინიციატივის დანერგვის შესახებ კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების შტოებს შორის კლიმატის ცვლილების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა კლიმატის ცვლილების შემარბილებელ ღონისძიებებში მუნიციპალიტეტების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ევროკავშირის ინიციატივის - „მერების შეთანხმება“ ხელმომწერთა რიცხვი დღითიდღე მატულობს. დღეისათვის, საქართველოს 23 მუნიციპალიტეტი აღნიშნული შეთანხების წევრია. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები გამოთქვამენ კეთილ ნებას შეუერთდნენ ცენტრალური მთავრობის გადაწყვეტილებას და თავიანთი წვლილი შეიტანონ პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაში“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა. მსოფლიო კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელმა, მარკ რობინსონმა შეხვედრაზე კლიმატის ცვლილების საკითხთან მიმართებაში სამოქალაქო ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება. აღნიშნულ პროცესში დიდი როლი ენიჭება ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობას. აღსანიშნავია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, რომლებსაც კლიმატის ცვლილების საკითხთან მიმართებაში ანგარიშვალდებულება აკისრიათ. დღეს ჩვენ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ფარგლებში, კლიმატის ცვლილების საკითხთან მიმართებაში, შესაძლებლობა მოგვეცა გავცნობოდით საქართველოს გამოცდილებას“, - განაცხადა მარკ რობინსონმა. კონფერენციაზე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წინაშე არსებულ გამოწვევებზე და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების შეფასების რაციონალური სისტემის დანერგვის აუცილებლობაზე იმსჯელეს. კონფერენცია მსოფლიო კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა და მასში საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
(NS)
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა
ნარმანია - ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)