09:48 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-16 16:00:59, 614 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს იტალიის პრეზიდენტი ეწვია

სახელმწიფო ვიზიტით თბილისს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჯო მატარელა დელეგაციასთან ერთად ეწვია.

დაგეგმილია გიორგი მარგველაშვილისა და სერჯო მატარელას პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც პრეზიდენტები გაფართოებულ ფორმატში სახელმწიფო დელეგაციებთან ერთად შეხვდებიან.

პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ პრეზიდენტები ორმხრივ დოკუმენტებს - მემორანდუმებს მოაწერენ ხელს თავდაცვის, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების, განათლების, მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, კულტურის, სპორტის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ. დღესვე პრეზიდენტები ქართული და უცხოური მედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ.

იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს სერჯო მატარელას, სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილი აქვს შეხვედრები: საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქთან ილია მეორესთან, პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

სერჯო მატარელა, დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაშიც იტალიელი ბიზნესმენებიც შედიან, ქართულ-იტალიური ბიზნესფორუმს ეწვევა და ფორუმის დახურვის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. იტალიის პრეზიდენტი ასევე ეწვევა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს და დაათვალიერებს "ქართულ-იტალიური" ისტორიული მეგობრობის შესახებ გამართულ გამოფენას.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, იტალიის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში, რომელიც იტალიაში, საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტისას დაიგეგმა, პრეზიდენტები ისაუბრებენ პირველ რიგში, ოკუპაციის საკითხებზე.

"მოგეხსენებათ, რომ იტალია არის საქართველოს მხარდამჭერი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. ცხადია ისაუბრებენ უფრო მეტ დაახლოებაზე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტის ფარგლებში არაერთ მემორანდუმს მოეწერება ხელი უწყებათა თანამშრომლობის კუთხით. ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ შედგება ბიზნესფორუმი. ფაქტია, რომ საქართველოს და იტალიას რეალურად აქვთ მაღალი პოტენციალი ეკონომიკური თანამშრომლობის, რომელიც მთლიანად უნდა ავითვისოთ და შევისწავლოთ და ბიზნესფორუმი ამას ნამდვილად შეუწყობს ხელს", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
Amnesty International -მხოლოდ ეს ხუთი დაპატიმრება ნაკლებად ცვლის დაუსჯელობის უფრო ფართო სურათს საქართველოში
საფრანგეთში ჰანტავირუსით ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი რვა ადამიანი კარანტინში მოათავსეს
ზელენსკის განკარგულებით, უკრაინის დარტყმის გეგმიდან მხოლოდ წითელ მოედანს გამორიცხავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics