18:44 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-16 13:28:34, 513 ნახვა

საზოგადოება
ბილაინის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს იდეებისა და პროტოტიპების გლობალურ შეჯიბრში „დიჯითონი“

მობილური ოპერატორი „ვიონი საქართველო“, (ბრენდი ბილაინი) უკვე 3 წელია მისი თანამშრომლებისთვის ინოვაციურ მარათონს,  იდეებისა და პროტოტიპების გლობალურ შეჯიბრს - დიჯითონს აწყობს. დიჯითონის ჩატარების ინიციატივა ეკუთვნის კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერ წამყვან საერთაშორისო  ჯგუფს VEON-ი, რომელიც საქართველოში წარმოდგენილია კომპანიით „ვიონი საქართველო“. პირველ ეტაპზე დიჯითონი VEON-ის წევრ ყველა ქვეყანაში ცალ-ცალკე იმართება, რის შემდეგაც, თითოეულ ქვეყანაში პირველ ადგილზე გასული გუნდის წევრები ამსტერდამში, გლობალურ დიჯითონში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრებიან.

დიჯითონის ფარგლებში, სხვადასხვა მიმართულებების თანამშრომლებისგან შემდგარმა გუნდებმა 24 საათის განამვლობაში, უწყვეტად უნდა იმუშაონ ინოვაციური, ციფრული მომსახურებებისა და პროდუქტების შექმნაზე. კონკურსი პირდაპირ პასუხობს VEON-ის მისწრაფებას კომპანიაში ხელი შეუწყოს მოქნილი და ინოვაციაზე ორიენტირებული კულტურის ჩამოყალიბებას, რომლის პირობებშიც ნებისმიერ თანამშრომელს აქვს საშუალება იფიქროს განსხვავებულად და საკუთარი წვლილი შეიტანოს მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურებისა და პროდუქტის შეთავაზებაზე. აღსანიშნავია, რომ დიჯითონზე დაბადებული რამდენიმე იდეა უკვე ხორცშესხმულია. მაგალითად, შარშანდელი ადგილობრივი დიჯითონის შედეგად შეიქმნა პროდუქტები: VR Game და BCards. უკვე დაწყებულია მუშაობა წლევანდელი გამარჯვებული იდეის განხორციელებაზეც.

„ვიონი საქართველოს“ წლევანდელ დიჯითონში მონაწილოება მიიღო 6-მა გუნდმა, თითოეულში 5 წევრით. მენტორების სახით დიჯითონის მონაწილეებს მათივე გამოცდილი კოლეგები მოევლინენ, 24 საათის დასრულების შემდეგ წარდგენილი იდეების, პროტოტიპების შეფასება და საუკეთესოს შერჩევა კომპანიის მენეჯმენტისგან შემდგარ ჟიურის ერგო.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics