00:36 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-16 13:05:21, 796 ნახვა

კომენტარი
თადუმაძე: ქვეყანაში ორი მილიარდერი ცხოვრობდა და ორივეს ამ დიპლომით ვემსახურებოდი

ჩემ განათლებაზე კითხვები საიდან გაჩნდა არ მესმის, რადგან 17 წლის განმავლობაში მხოლოდ უკანასკნელი ორი დღეა, რაც უმუშევარი ვარ, არც ერთი დღე არ არსებობდა, რომ მე დასაქმებული არ ვყოფილიყავი როგორც იურისტი, - ასე უპასუხა მთავარი პროკურორობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ენძელა მაჭავარიანს, რომელიც მისი განათლებით დაინტერესდა.

„ჩვენ გვაქვს ერთადერთი პროფესია გენერალური პროკურორის, რომელიც განსაკუთრებულ განათლებას მოითხოვს. მხოლოდ ამ პროფესიის ადამიანს უწერია, რომ უნდა იყოს სისხლის სამართლის იურისტი. ნებისმიერ თანამდებობაზე, უსიტყვოდ დაგიჭერდით მხარს, თქვენ ამ ნდობას როგორც ადამიანი ნამდვილად იმსახურებთ. მაგრამ მინდა, უფრო მეტი მითხრათ თქვენი პროფესიის შესახებ. მითქმა მოთქმის საგანი რომ არ იყოს”, – მიმართა მაჭავარიანმა თადუმაძეს.

საპასუხოდ თადუმაძემ განაცხადა,  რომ ამ სფეროში მუშაობის 17 წლიანი გამოცდილება აქვს და მასზე, როგორც ადვოკატზე, ყოველთვის დიდი მოთხოვნა იყო.

„მიჭირს ახლა ამაზე საუბარი, მაგრამ შემიძლია გითხრათ, ამ ქვეყანაში ცხოვრობდა ორი მილიარდერის ოჯახი და ორივეს ამ დიპლომით ვემსახურებოდი. ასევე ამ ქვეყანაში რამდენიმე ათეულ გენერალს ვემსახურებოდი, როგორც ადვოკატი. ამ დიპლომით შევძელი, რომ ექვსი წელი მემუშავა საკანონმდებლო ინიციატივებზე მთავრობის ნაწილში და ექვსი წლის განმავლობაში ყველა პოლიტიკურ გუნდს, რომელიც პარლამენტში მოხვდა, ჰქონდა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო იმ კანონების განხილვაში, რომელსაც ან პირადად მე ვწერდი, ან პირადად ვიღებდი ამაში მონაწილეობას. ჩემ განათლებასთან დაკავშირებით კითხვები საიდან გაჩნდა არ მესმის, რადგან 17 წლის განმავლობაში მხოლოდ უკანასკნელი ორი დღეა, რაც  უმუშევარი ვარ. არც ერთი დღე არ არსებობდა, რომ დასაქმებული არ ვყოფილიყავი როგორც იურისტი”, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics