2018-07-15 19:03:42, 880 ნახვა
საზოგადოება
ლენტეხში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ლენტეხი, სოფელი ზესხო - ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. დამწვარია 2.5 ჰა ფართობი
ურთულესი რელიეფის გამო ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული იყო ცოცხალი ძალა
ხანძრის ლიკვიდირებას 11 ივლისიდან, 200-მდე მეხანძრე-მაშველი, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და სატყეო სააგენტოს თანამშრომლები ცდილობდნენ
5-დღიანი სამუშაოების შემდეგ, ამ დროისთვის, მეხანძრე-მაშველების მიერ დამუშავებულია ხანძრის ყველა კერა.
ავტორი: ,