09:48 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-14 15:48:53, 909 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ბასტილიის აღების დღე მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საფრანგეთის ლიდერს ემანულ მაკრონს ბასტილიის აღების დღე მიულოცა.

როგორც პრეზიდენტის მილოცვაშია ნათქვამი, საფრანგეთი დემოკრატიის სიმბოლოს წარმოადგენს.

"ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან ასოცირდება საფრანგეთის დემოკრატიული აღმშენებლობა, რომელმაც განსაკუთრებული როლი შეასრულა ევროპული ცივილიზაციის განვითარებაში. მოხარული ვარ, რომ თანამედროვე, სირთულეებითა და გამოწვევებით სავსე მსოფლიოში საფრანგეთი კვლავ წარმოადგენს დემოკრატიის ერთ-ერთ სიმბოლოსა და საყრდენს. ქართველი და ფრანგი ხალხი დამსახურებულად ამაყობს ჩვენს ქვეყნებს შორის საუკუნეების მანძილზე განმტკიცებული ღრმა ისტორიული და კულტურული კავშირებით. საფრანგეთი საქართველოსთვის განსაკუთრებული სტრატეგიული პარტნიორია. საერთაშორისო მისიებში აქტიური ჩართულობით ჩვენი მეომრები ერთმანეთის მხარდამხარ დაუღალავად იბრძვიან და მტკიცედ იცავენ საერთო უსაფრთხოებას. თანამედროვე საფრანგეთი განსაკუთრებულ როლს ასრულებს საერთაშორისო ასპარეზზე. მტკიცედ მწამს, რომ თქვენი ხელმძღვანელობით, საფრანგეთი მიაღწევს არაერთ შთამბეჭდავ წარმატებას ჩვენი საერთო ევროპული უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის. თქვენო აღმატებულებავ, მსურს დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა და გისურვოთ წარმატებები თქვენს საქმიანობაში, ხოლო მეგობარ ფრანგ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა", - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის მისალოც წერილში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
Amnesty International -მხოლოდ ეს ხუთი დაპატიმრება ნაკლებად ცვლის დაუსჯელობის უფრო ფართო სურათს საქართველოში
საფრანგეთში ჰანტავირუსით ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი რვა ადამიანი კარანტინში მოათავსეს
ზელენსკის განკარგულებით, უკრაინის დარტყმის გეგმიდან მხოლოდ წითელ მოედანს გამორიცხავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics