23:07 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-13 21:41:48, 684 ნახვა

კომენტარი
პრემიერი „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე" - ეს არის ერთადერთი სწორი ნაბიჯი მომავალში ჩვენი თანამოქალაქეების დასაცავად

„ეს იყო და არის ერთადერთი სწორი ნაბიჯი სახელმწიფოს მხრიდან მომავალში ჩვენი თანამოქალაქეების დასაცავად. მაგრამ, ამავდროულად ჩემი, როგორც მოქალაქის პოზიციაა, რომ ასეთი სიის გაკეთება იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც მსგავსი სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს, რა თქმა უნდა, მანამდეც შეიძლებოდა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში, უმცირესობის სხდომის მიმდინარეობისას ე.წ. „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, 90-იან წლებში არანაკლები ამაზრზენი დანაშაულები იქნა ჩადენილი ქართველების წინააღმდეგ და რომ ყოფილიყო მსგავსი სია, შესაძლებელი იქნებოდა პრევენცია ბევრი შემდგომი დანაშაულისა.

აგრეთვე, როგორც პრემირ-მინისტრმა აღნიშნა, სამართალდამცავი ორგანოები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ დანაშაულებში მონაწილე პირების გამოსავლენად და იდენტიფიცირების შემთხვევაში სია აუცილებლად გაფართოვდება.

საკითხზე საუბრისას, მთავრობის მეთაურმა ე.წ. „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში" გარდაცვლილი პირების არსებობის შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.

„სიაში, რეალურად, არიან ჯალათები შეყვანილი, ვინც ჩვენი მოქალაქეები, ქართველები დახოცა, დახვრიტა და ა.შ. თუნდაც 1%-იანი ალბათობა რომ არსებობდეს იმისა, რომ ადამიანმა ან სახელი გადაიკეთა, ან გვარი და 100%-იანი არ არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის გარდაცვლილია, რომელი უფრო დიდი რისკია?! ჩვენ ხომ სახელმწიფო ვართ და სახელმწიფოებრივად უნდა მივუდგეთ ამ თემას", - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics