23:07 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-13 19:46:07, 564 ნახვა

კომენტარი
გახარია: მოგვიწია მშვიდობიანი ახალგაზრდებისთვის დისკომფორტის შექმნა - ამისთვის მოვიხადე ბოდიში

„ჩვენ მოგვიწია ჩვენი მშვიდობიანი ახალგაზრდებისთვის და მოქალაქეებისთვის გარკვეული დისკომფორტის შექმნა - მხოლოდ და მხოლოდ ამისთვის მოვიხადე ბოდიში”, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

ამასთან, როგორც გახარიამ აღნიშნა, პოლიციის უფლებამოსილების განხორციელებას ვერავინ შეზღუდავს.

"ეს იყო სპეციალური საპოლიციო ღონისძიება, ეფექტური და წარმატებული. რომლის დროსაც 8 ნარკორეალიზატორი იყო დაკავებული, მათი გარკვეული ნაწილი უკვე თანამშრომლობს გამოძიებასთან და სხვათა შორის, ძალიან საინტერესო ჩვენებებს იძლევიან. მე მათ წინაშე ბოდიში არ მომიხდია, არც ვაპირებ და არც არასდროს არ მოვიხდი. უბრალოდ, ამ სპეციალური ღონისძიების ჩატარების პროცესში, ჩვენ მოგვიწია ჩვენი მშვიდობიანი ახალგაზრდებისთვის და მოქალაქეებისთვის გარკვეული დისკომფორტის შექმნა. მხოლოდ და მხოლოდ ამისთვის მოვიხადე ბოდიში და იქვე აღვნიშნე, რომ ვერასდროს და ვერავინ პოლიციის უფლებამოსილების განხორციელებას ვერანაირად შეზღუდავს, ვერც დროში და ვერც გეოგრაფიაში, თუ ჩვენ გვექნება დადასტურებული ინფორმაცია, რომ არსებობს რისკი ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის", - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics