09:48 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-13 17:26:01, 892 ნახვა

პოლიტიკა
„პატრიოტთა ალიანსი“ მცირე მთავრობის კონცეფციას მხარს არ უჭერს

„პატრიოტთა ალიანსი“ მცირე მთავრობის კონცეფციას წარმოდგენილი ფორმით მხარს არ უჭერს.

როგორც პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა აღნიშნა, განათლების სამინისტროსთან კულტურისა და სპორტის სამინისტროს შეერთება, მიუღებელია.

„მცირე მთავრობის კონცეფციას, ჩვენ ამ ფორმით არ ვუჭერთ მხარს. მიგვაჩნია, რომ განათლების სამინისტროსთან არ უნდა ერთიანდებოდეს კულტურისა და სპორტის სამინისტრო. თუ თქვენ ამ კონცეფციის ლოგიკას გავყვებით, განათლების სამინისტროსთან კვეთა აქვს ყველა სხვა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება განათლებული არმია, განათლებასთან აქვს კვეთა ეკონიმიკის სამინისტროს, სხვა სამინისტროებს და თქვენი ლოგიკით გამოდის, რომ უნდა შეიქმნას განათლების და კიდევ სხვა დანარჩენი სამინისტროების სამინისტრო?! განათლების სამინისტროს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აქვს, ამაზე ისაუბრა, ბატონმა მიხეილმა, ჩვენ ყურადღებით მოვისმინეთ მისი გამოსვლა, კარგი იქნება და თქვენც აქცენტირებული ხართ ამაზე, რაც მისასალმებელია, მეცნიერების განვითარების სტიმულირება ქვეყანაში. განათლების სამინისტროს უნდა ერქვას მეცნიერებისა და განათლების სამინისტრო სინამდვილეში, ისეთი ვითარებაა დღეს ჩვენს ქვეყანაში. მეტი სტიმული, მეტი განვითარება სჭირდება მეცნიერების განვითარების კომპონენტს ჩვენ ქვეყანაში, და შესაბამისად, მხარს არ ვუჭერთ განათლების სამინისტროს ფარგლებში სხვა სამინისტროების გაერთიანებას“, - აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

ინაშვილმა ასევე სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის სამინისტროების გაერთიანებაზე ისაუბრა და სასჯელაღსრულების ყოფილ მინისტრს, კახა კახიშვილს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია სასჯელაღსრულების სისტემამ რასაც მიაღწია, ის მონაპოვარი იყოს შენარჩუნებული. მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მინისტრ კახი კახიშვილს იმ სამსახურისთვის, რაც ჩადო ამ წლების განმავლობაში სასჯელაღსრულების სამინისტროში. ეს არის ძალიან დიდი მონაპოვარი სისტემის ჰუმანიზაციის კუთხით და ჩვენ მიგვაჩნია, რომ არასწორია იუსტიციის სამინისტროს ფარგლებში სასჯელაღსრულების სისტემის გაერთიანება. სასჯელაღსრულების სისტემა დამოუკიდებელ კომპონენტად, ეფექტურად მუშაობდა და ჩვენ როცა მოვალთ ხელისუფლებაში, ამ კომპონენტს ისევ დამოუკიდებელ კომპონენტად გამოვყოფთ“, - განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
Amnesty International -მხოლოდ ეს ხუთი დაპატიმრება ნაკლებად ცვლის დაუსჯელობის უფრო ფართო სურათს საქართველოში
საფრანგეთში ჰანტავირუსით ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი რვა ადამიანი კარანტინში მოათავსეს
ზელენსკის განკარგულებით, უკრაინის დარტყმის გეგმიდან მხოლოდ წითელ მოედანს გამორიცხავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics