23:09 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-13 17:13:23, 581 ნახვა

კომენტარი
სერგეენკო: ფარმაცევტული ბაზარი საქართველოში 100%-ით კერძოა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატს დავით სერგეენკოს პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე კითხვები წამლის ფასებსა და ხელმისაწვდომობაზე დაუსვევს. 

სერგეენკოს თქმით, წამლებზე ხელმისაწვდომობა პირველი რიგის პრობლემაა.

"ეს პირველი რიგის პრობლემაა და არა მარტო საკუთრივ ფასები, არამედ, ზოგადად,  მიწვდომადობა, რასაც ორი ფაქტორი განსაზღვრავს საკუთრივ ფასი და გამოწერილი მედიკამენტების რაოდენობა. გასულ წელს დაწყებული პროგრამა, რომლითაც სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს შეუძლიათ თვეში მაქსიმუმ ერთ ლარად შეიძინონ მედიკამენტები, მიმდინარე წლის ივლისში გაფართოვდება, რათა პენსიონერებმაც და შშმ პირებმაც შეძლონ შეღავათებით სარგებლობა. დავით სერგეენკომ კიდევ ერთხელ მოუწოდა სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომ ისარგებლონ მნიშვნელოვანი შესაძლებლობით და ჩაერთონ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში.

რაც შეეხება ფასებს, დავით სერგეენკოს თქმით, ფარმაცევტული ბაზარი საქართველოში 100-%-ით  არის კერძო.

„სახელმწიფოს არ აქვს საპირწონე, შესაბამისად სახელმწიფომ შეიძლება გამოიყენოს 3 მიდგომა პირველი - კერძო - სახელმწიფო თანამშრომლობის  მოდელები,  რასაც ვიყენებთ.  მეორე - დააწესოს მოგების ზღვრები და მესამე - უზრუნველყოს სისტემის მაქსიმალური კონკურეტუნარიანობა. კონკურენტუნარიანობა უზრუნველყოფილია, რადგან ბაზარი მართლაც გახსნილია. თანამშრომლობა, ჩემი აზრით, უმჯობესდება ბოლო პერიოდის განავლობაში; ზღვრის დაწესებას რაც შეეხება,  ჩვენ შეგვიძლია, მოგების ზღვარი  დავუწესოთ მწარმოებლის ფასიდან გამომდინარე, მაგრამ ჩვენ ზემოქმედებას ვერ მოვახდენთ მწარმოებლის ფასზე. თუმცა არ ნიშნავს,რომ ეს თემა დახურულია.  ჩვენ გვაქვს ამ საკუთხზე კონსულტაციები, რომელსაც ალბათ გავაგრძელებთ, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics