23:10 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-13 16:47:33, 647 ნახვა

კომენტარი
ინაშვილმა პრემიერ-მინისტრს მოუწოდა, „გირჩის“ რელიგიური ორგანიზაციის საქმიანობით დაინტერესდეს

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მოუწოდა, პოლიტიკური პარტია „გირჩის“ მიერ შექმნილი რელიგიური ორგანიზაციის საქმიანობით დაინტერესდეს.

ინაშვილის თქმით, „გირჩის“ ორგანიზაცია გასცემს მოწმობებს, რომლის საშუალებითაც ახალგაზრდები სავალდებულო სამხედრო სამსახურზე უარს ამბობენ. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ეს ქართული სახელმწიფო წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა.

„მინდა მიაქციოთ ყურადღება „გირჩის“ ფარგლებში შექმნილ რელიგიურ ორგანიზაციას, რომელიც არიგებს მოწმობებს, ამავდროულად აძლევს მღვდელმთავრის, ეპისკოპოსის, სასულიერო პირების სტატუსს წვემადელებს, რომ შემდეგ ამ მოწმობით ისარგებლონ და არ მოიხადონ სავალდებულო სამხედრო სამსახური. მე მინდა თავდაცვის მინისტრსაც მივმართო და მოვუწოდო უფრო აქტიური ქმედებებისკენ ამ მიმართულებით. იმიტომ რომ ეს არის კონსტიტუციური მოთხოვნის იგნორირება. არ ემსახურო შენს სამშობლოს, უარი თქვა სავალდებულო სამხედრო გაწვევაზე და წვევამდელის სტატუსზე, ეს არის ძალიან სახიფათო ტენდენცია, რასაც თქვენ ყველა მთავრობის წევრები უყურებთ და ვითომ არაფერი. ესე ჩემო ძმებო არ გამოვა, ვითომ არაფერი და ამასობაში ხუთი ათასიდან შვიდი ათასამდე ახალგაზრდა უარს ამბობს სავალდებულო სამსახურზე. ეს არის პირდაპირ გულში დარტყმა ქართული სახელმწიფოსთვის. ერთობლივად და ძალიან სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, რომ ეს მავნებლობა ქართული სახელმწიფო წინააღმდეგ, აღიკვეთოს“, - მიმართა ინაშვილმა მამუკა ბახტაძეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics