21:33 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-13 14:49:33, 591 ნახვა

კომენტარი
მაჭავარიანი: მნიშნელოვანია შეიქმნას საინვესტიციო პროექტების შერჩევის და შეფასების ერთიანი სისტემა

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, მიმდინარე ხარჯებში გამოთავისუფლებული რესურსი, მაქსიმალურად მიიმართება ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად.

თუმცა მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, სწორი ეკონომიკური და სოციალური შეფასებით ხდებოდეს დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა, რითაც უზრუნველყოფილი იქნება პროექტებზე გაწეული დანახარჯების ეფექტურობა.

„ჩვენ ვაპირებთ სამინისტროში  შეიქმნას, კომისიის ან კომიტეტის მსგავსი ერთეული, რომელშიც სხვადასხვა დეპარტამენტებიდან პროფესიონალები გაერთიანდებიან, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალისტებს სხვა სამინისტროდანაც მიიწვევენ. ეს ერთეული შეაფასებს მსხვილი პროექტების მიზანშეწონილობას, რაც ეფექტიანობის კონცეფციის ქვეშაა" - განცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, პროექტების მიზანშეწონილობის შეფასება მთავრობის ეფექტურ მუშაობას ხელს შეუწყობს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics