|
2018-07-13 14:33:17, 1084 ნახვა
ეკონომიკა
ქობულია გოცირიძეს: ცხოვრებაში არანაირი პრობლემა არ მაქვს, აქ ჩამოვედი იმიტომ, რომ მინდა, ქვეყანას დავეხმარო
„სიმართლე რომ გითხრა, ცხოვრებაში არანაირი პრობლემა არ მაქვს, აქ ჩამოვედი იმიტომ, რომ მინდა ამ ქვეყანას დავეხმარო“, - ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ქობულიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის შეკითხვას. გოცირიძე დაინტერესდა, რამდენად დამოუკიდებელი იქნება ის ამ თანამდებობაზე და რა არის მოტივი, რის გამოც შეთავაზებას დათანხმდა. „მე გეტყვით რა არის ჩემი დამოუკიდებლობის საფუძველი. მარტივად რომ გითხრათ, არც ვიცი რითი ვარ დამოკიდებული და რაზე, იმიტომ რომ მე ძალიან დიდი ხანი ვმუშაობდი, პერსონალურად შემდგარი პიროვნება ვარ, მაინდამაინც ნორმალური არსებობისთვის არაფერი არ მჭირდება. მე არანაირად არ ვარ დამოკიდებული და არ მეშინია დავკარგო სამსახური, რაიმე ასეთი სიტუაცია არ მაქვს. ყოველთვის მაქვს ძალიან დიდი პერსპექტივა, რომ შემიძლია წავიდე და გავაკეთო ის, რაც მინდა საქართველოში, რუსეთში და თუნდაც ამერიკაში. არ მინდა ტრაბახში ჩამომართვათ, მაგრამ მე საკმაოდ ექსკლუზიურ პოზიციაზე ვიყავი ძალიან მსხვილ კომპანიაში, რასაც ჰქვია უფროსი პარტნიორი. ეს არის ძალიან ელიტური კომპანია და სიმართლე რომ გითხრა, ცხოვრებაში არანაირი პრობლემა არ მაქვს. აქ ჩამოვედი იმიტომ, რომ მინდა ამ ქვეყანას დავეხმარო, ჩემი გამოცდილება, რაც მე მივიღე 20 წლის განმავლობაში „მაკკინზიში“, მოვახმარო ამ ქვეყანას და რა თქმა უნდა ამბიცია მაქვს, რომ რაღაც გავაკეთო. მე არ გადავუხვევ იმ პრინციპებს, რომლითაც ვცხოვრობ“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.
უკრაინულმა დრონებმა Ozon-ისა და DNS-ის საწყობებს შეუტიეს, დაბომბეს როსტოვის გემთმშენებელი ქარხანა
დაურ ბუავას ადვოკატი - ჩვენ შსს-ს ამ ვერსიას, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებით
კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მყოფი დაურ ბუავა მარტო დატოვა - დაკავებულია 1 პირი
„განკითხვის დღის რადიო“ აძლიერებს აქტივობას CIA-ს დირექტორის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის მასშტაბით დღეში 1000 დრონის გაშვება ბრძანა
რუსეთმა კიევსა და კრივოი როგზე იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)