|
2018-07-13 12:38:02, 931 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ბანკი“ საქართველოში 2018 წლის საუკეთესო ბანკად დასახელდა
ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა, EuroMoney თიბისი ბანკი 2018 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში. ჯილდო თიბისი ბანკმა ბაზარზე წამყვანი პოზიციისთვის, უმაღლესი სტანდარტებისა და გამორჩეული ფინანსური შედეგებისთვის მიიღო. „ჩვენთვის საამაყოა Euromoney-ს პრესტიჟული ჯილდოს მიღება. ეს აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს თიბისი ბანკის ძლიერ ფინანსურ შედეგებს და კონკურენტულ უპირატესობას კლიენტებისათვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევისა და საუკეთესო ციფრული შესაძლებლობების შეთავაზების კუთხით", - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ. თიბისი ბანკი საქართველოში საუკეთესო ბანკად Euromoney-ს მიერ 2011 წლიდან უკვე მეშვიდედ დასახელდა. Euromoney-ის დაჯილდოება, რომელიც 1992 წლიდან იმართება, ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულად ითვლება ფინანსური მომსახურების ინდუსტრიაში. დაჯილდოება მოიცავს 20-ზე მეტი გლობალური პროდუქტის კატეგორიას, ასევე საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტის ნომინაციებს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)