17:57 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-13 10:58:28, 558 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძემ მოადგილეებს მშენებლობის მიმართულებით რეგულაციების გამკაცრებაზე მუშაობა დაავალა

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში ჰაერის მტვრით დაბინძურების პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, მოქმედ კანონმდებლობაში რეგულაციები უნდა გამკაცრდეს. ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, მშენებლობებისგან გამოწვეული მტვერი ქალაქისთვის პრობლემას წარმოადგენს.

„დღეს, თბილისში ერთ-ერთი უმთავრესი და კომპლექსური პრობლემა ჰაერის მტვრით დაბინძურებაა, რასაც მასშტაბური მიდგომები სჭირდება. ჩვენ დავიწყეთ პარკების რეაბილიტაციის პროექტები, არსებული სკვერების განახლება, მწვანე სივრცეების შექმნა. არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებაზე. გრუნტის და მშენებლობებისგან გამოწვეული მტვერი პრობლემაა. შესაბამისად, მოქმედ კანონმდებლობაში რეგულაციები აუცილებლად უნდა გავამკაცროთ, რომელიც კონკრეტულად მშენებლობის პროცესში დამტვერვისგან დამცავი საშუალებების გამოყენებასა და სამშენებლო მასალის სველი მეთოდით დამუშავებას გულისხმობს. არაერთი შემთხვევა გვინახავს, როდესაც ქვის დამუშავება ხდება და მიმდებარე ტერიტორიაზე გავლა შეუძლებელია“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, სამშენებლო მასალის ტრანსპორტირებისა და განთავსების მიმართულებით, ცვლილებების განხორციელება აუცილებელია.  

„არის შემთხვევები, როდესაც დიდი ავტომობილები საშენი მასალით, ღიად და დამცავი ბადეების გარეშე გადაადგილდებიან. ესეც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ქალაქს ამტვერიანებს და ამას ჩვენი შვილები სუნთქავენ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ მერის მოადგილეებს დაავალა, რომ კანონში შესაბამისი ცვლილებები დაამუშაონ და საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინონ, რომელიც თანამშრომლობისთვის მზადაა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics