17:56 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-13 10:54:13, 538 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის მინისტრის მოადგილე ევროკავშირისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების მინისტრებს საქართველოს მიღწევებს აცნობს

იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძემ ევროკავშირისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრთა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც  სამართლის უზენაესობის ხელშეწყობასა და უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების სფეროებში კორუფციის პრევენციის საკითხებს ეძღვნება. ღონისძიება ავსტრიაში, ქალაქ ინსბრუკში, იმართება.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და მიღწეული პროგრესის შესახებ ისაუბრა. გოჩა ლორთქიფანიძემ საქართველოს პარტნიორ ქვეყნებს ის შედეგები გააცნო, რომელთაც საქართველომ მიაღწია ავტორიტეტული  საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების თანახმად. კერძოდ, როგორც მან აღნიშნა, „კორუფციის აღქმის ინდექსის" 2017 წლის კვლევის მიხედვით, საქართველო 46-ე ადგილზეა 180 ქვეყანას შორის, ხოლო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში რამდენიმე წელია, სტაბილურად ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს; 2017-2018 წლების კანონის უზენაესობის ინდექსის თანახმად კი, საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში და  113 ქვეყანას შორის 38-ე ადგილს იკავებს.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ საქართველოში გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის შედეგები მიმოიხილა და  ყურადღება გაამახვილა „ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) ფარგლებში ქვეყნის წარმატებაზე, რის შედეგადაც საქართველო 2014 წელს − „OGP" -ის მმართველი კომიტეტის წევრად, ხოლო 2016 წელს თანათავმჯდომარე სახელმწიფოდ აირჩიეს; 2017 წლის სექტემბრიდან საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის" თავმჯდომარე ქვეყანა გახდა და მომდევნო კვირას, 2018 წლის 17-19 ივლისს, „ღია მმართველობის პარტნიორობის" მე-5 გლობალურ სამიტს უმასპინძლებს.

გოჩა ლორთქიფანიძემ ისაუბრა გასულ წელს ევროკავშირისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრთა სამიტზე იუსტიციის მინისტრის მიერ გაჟღერებულ ინიციატივებზეც, რომელთა მიზანიც აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაა. ინიციატივები შეეხება, ერთი მხრივ, აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს შორის რეგიონული ქსელის შექმნას სამოქალაქო და კომერციულ საკითხებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების სფეროში, მეორე მხრივ კი, მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებული რეფორმების თაობაზე გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობის მიზნით პარტნიორობის ქვეყნების მონაწილეობით ყოველწლიური კონფერენციების მოწყობას.

ინიციატივები იუსტიციის მინისტრმა საქართველოს სახელით  2017 წელს ევროკავშირისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების სამიტზე წარადგინა. იუსტიციის მინისტრის წინადადებას ევროკავშირის სახელით დიმიტრის ავრამოპულოსი გამოეხმაურა. მან თეა წულუკიანს მადლობა გადაუხადა „შესანიშნავი ინიციატივისათვის", წინადადებები კი, სამიტის შემაჯამებელ დოკუმენტში აისახა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics