08:45 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-12 20:22:03, 810 ნახვა

პოლიტიკა
მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა პარლამენტში ხვალიდან დაიწყება

პარლამენტის ბიურომ  პრეზიდენტის  მიერ წარდგენილი  საქართველოს მთავარობის შემადგენლობისა და პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ წარდგენილი სამთავრობო პროგრამის „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა" კომიტეტებსა და პოლიტიკური ჯგუფებში განხილვის გრაფიკზე იმსჯელა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საკითხების საკომიტეტო ფორმატში განხილვა  ხვალ, 13 ივლისს 10:00 საათზე დაიწყება. საკომიტეტო მოსმენების დასრულების შემდეგ კი განხილვა პოლიტიკურ ჯგუფებში გაგრძელდება. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის განხილვის გრაფიკი  მოქნილი იქნება და ყველა დეპუტატს ექნება საშუალება დასვას შეკითხვა.

„როგორც წესი, განხილვა გრძელდება იმაზე მეტხანს, ვიდრე გათვალისწინებულია გრაფიკით და აქ პრობლემები, როგორც წესი, არ იქმნება ხოლმე. კომიტეტები მოუსმენენ ყველა მინისტრს, რომელიც წარმოადგენს საკუთარ მოხსენებას. ამის შემდეგ, ყველა დეპუტატს, ვისაც ექნება სურვილი, ექნება საშუალება დასვას კითხვა და თითოეულ კითხვას გაეცემა პასუხი. ეს ყველაფერი იქნება უზრუნველყოფილი, რაც არის მთავარი საპარლამენტო განხილვისათვის. რაც შეეხება გრაფიკს, ის იქნება მოქნილი და იმის მიხედვით,  თუ რამდენ დროს წაიღებს მოხსენებები და კითხვა-პასუხი, ბუნებრივია, გრაფიკში მოგვიწევს შესაბამისი ცვლილებების შეტანა. ამ კუთხით პრობლემები არ შეიქმნება არც საკომიტეტო მოსმენებისთვის და არც პოლიტიკური ჯგუფებისთვის",-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს წევრებს ასევე გააცნო საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ასარჩევად, საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი,  შალვა თადუმაძის კანდიდატურა.

ბიურომ ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზეც იმსჯელა და წამყვანი კომიტეტები განსაზღვრა.

საქართველოს კანონის პროექტის „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ" თანახმად, გადასახადის გადამხდელებს სრულად ჩამოეწერებათ 2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება  და მასზე დარიცხული საურავი, თუ მათ 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ აღარ განუხორციელებიათ საგადასახადო ანგარიშგება.

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხვალ, საკომიტეტო ფორმატში და პოლიტიკურ ჯგუფებში საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის განხილვის შემდეგ, ბიუროს სხდომა ჩატარდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics