09:55 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-12 18:36:07, 893 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა პარლამენტს წარუდგინა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა პარლამენტს ოფიციალურად წარუდგინა. 

შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

მთავრობის ახალ შემადგენლობაში 3 ახალი მინისტრი იქნება: კერძოდ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიხეილ ბატიაშვილი უხელმძღვანელებს, ფინანსთა სამინისტროს ივანე მაჭავარიანი, ხოლო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გიორგი ქობულია.

დანარჩენ უწყებებში ხელმძღვანელის პოსტზე მოქმედი მინისტრები რჩებიან:

შინაგან საქმეთა მინისტრი - გიორგი გახარია;

თავდაცვის მინისტრი - ლევან იზორია;

ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - დავით სერგეენკო;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი -  ლევან დავითაშვილი;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - გიორგი ქობულია;

იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი;

საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი;

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - მაია ცქიტიშვილი;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - ქეთევან ციხელაშვილი.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საფრანგეთში გამართულ საპროტესტო აქციებში თითქმის 1.6 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics