|
2018-07-12 17:06:22, 1095 ნახვა
ეკონომიკა
ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგში საქართველო დაწინაურდა
საქართველო ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგში დაწინაურდა. როგორც "ექსპრესნიუსს" ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოდან აცნობეს, 2018 წლის მონაცემებით, საქართველო 59 -ე ადგილს იკავებს, წინა წელთან შედარებით მაჩვენებელი 9 საფეხურით გაუმჯობესდა. საქართველო ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგში რეგიონის მასშტაბით პირველ ადგილს იკავებს. "ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგში საქართველოს ადგილი საგრძნობლად გაუმჯობესდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ინოვაციების მიმართულებით საქართველოს მთავრობამ გარდამტეხი ნაბიჯები გადადგა. გასათვალისწინებელია, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც ასევე აუმჯობესებენ საკუთარ მაჩვენებელს, საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები უფრო სწრაფი და ეფექტიანი აღმოჩნდა. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველო ამ მიმართულებით ლიდერია რეგიონში“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ კასრაძემ. მან ასევე დასძინა, რომ "საქართველო ამაზე გაჩერებას ნამდვილად არ აპირებს და მთავრობის მიერ დაგეგმილი ფართომასშტაბიანი რეფორმები იძლევა საფუძველს ქვეყნის კიდევ უფრო წინსვლის. იმედი გვაქვს, საქართველო უკვე შემდეგ წელს ტოპ 50 ქვეყანაში შევა და რამდენიმე წელიწადში მოვახერხებთ საუკეთესო 30 ქვეყანას შორის მოხვედრას. აღნიშნულ რეიტინგში წინსვლა ნიშნავს საქართველოსადმი უცხო ქვეყნის ინვესტორების ინტერესის მნიშვნელოვან ზრდას და იწვევს საერთაშორისო ენჯელ და ვენჩურ ინვესტორების შემოსვლას საქართველოში“. ინოვაციების გლობალური ინდექსი 2012 წლიდან ყოველწლიურად ქვეყნდება. მისი მიზანია, ინოვაციების მიმართულებით მსოფლიო ტენდენციების ჩვენება. იგი ასევე ცდილობს წარმოაჩინოს ის მექანიზმები, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია გრძელვადიანი ზრდის, პროდუქტიულობისა და სამუშაო ადგილების ზრდის მიღწევა. ინოვაციების გლობალური ინდექსი ეხმარება და რჩევებს აძლევს ქვეყნებს, თუ რა არის საჭირო ინოვაციების გასავითარებლად აუცილებელი პირობების/გარემოს შესაქმნელად. თითოეული ქვეყანა შვიდი კრიტერიუმის მიხედვით ფასდება: 1. ინსტიტუტები/ინსტიტუციური მოწყობა;
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)