|
2018-07-12 16:46:35, 790 ნახვა
კომენტარი
ზალკალიანი - ნატო-ს ზოგიერთი წევრი ვადებზე ვერ თანხმდება, თუმცა საქართველოს გაწევრიანებაზე სრული კონსენსუსია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც საქართველო ნატო-ს წევრი ჯერ ვერ გახდება. მინისტრის თქმით, ის ფაქტი, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება უდავოა. მისივე განმარტებით, ალიანსის წევრი ქვეყნები აღნიშნული ფაქტის თარიღზე უნდა შეთანხმდნენ. "უდავოა, რომ ნატო-ს პარტნიორი ქვეყნები ყველა ერთხმად აღიარებს, რომ საქართველო აუცილებლად გაწევრიანდება ნატო-ში. ეს იყო ჯერ კიდევ 10 წლის წინ, ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. გვქონდა ძალიან ინტენსიური დისკუსია უმაღლესი დონის ფორმატში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ნატო-ს წევრების ქვეყნების მეთაურებმა. ძალიან პოზიტიურად იყო შეფასებული ის პროგრესი, რომელიც ქვეყანას გააჩნია ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე, მაგრამ ფაქტია, რომ წევრების გარკვეული რაოდენობა ვერ თანხმდება ვადებთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა მოხდეს ეს გაწევრიანება. მაგრამ ფაქტი, რომ საქართველო აუცილებლად გახდება წევრი, ამაზე არის სრული კონსენსუსი. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ წევრი ქვეყნების მხრიდან, იმ ვადამდე, როდესაც დადგება ეს დღე და საქართველო შეუერთდება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, ისინი ზრუნავენ, რომ საქართველო თავდაცვის, უსაფრთხოების მიმართულებით გაძლიერდეს და ამაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ. საქართველო ყოველდღიურად და არა მხოლოდ სამიტიდან სამიტამდე, აძლიერებს საკუთარ თავდაცვასა და უსაფრთხოებას. ამაში ჩვენ პარტნიორებსაც დიდი წვლილი შეაქვთ და ამისთვის დიდ მადლობას ვუხდით. ამ პროცესით მწიფდება ის დრო, როდესაც საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი. ანუ ჩვენი პარტნიორები გვეხმარებიან თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში და ამით ეს პროცესი მიდის წინ, რათა როდესაც ეს დრო დადგება საქართველო იყოს მზად წევრობისთვის", - განაცხადა ზალკალიანმა. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მცირე კომენტარი გააკეთა. ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის ლიდერს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა ჰკითხა, როდის გახდება საქართველო ალიანსის წევრი. საპასუხოდ, ტრამპმა აღნიშნა, რომ ამის შანსი გამოჩნდება. „შანსი გამოჩნდება, მაგრამ ახლა არა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)