15:11 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-12 14:34:08, 1800 ნახვა

მსოფლიო
DW: დონალდ ტრამპი ნატო-ს წევრებს ალიანსის დატოვებით დაემუქრა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნებს ნატო-ს დატოვებით დაემუქრა, - ამის შესახებ DW სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ტრამპმა მოკავშირეებს მოუწოდა, თავდაცვისთვის გამოყოფილი თანხა 2 პროცენტამდე გაზარდონ. კერძოდ, ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა მშპ-დან შემოსული თანხების 2 პროცენტი უნდა მოახმარონ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და ეს 2024 წლამდე უნდა მოხდეს.

სააგენტო Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპის მხრიდან პირდაპირი მუქარა არ გაჟღერებულა, თუმცა მისი ტონი ულტიმატუმს ჰგავდა.

მედიის ცნობით, აღნიშნული საუბრები თეთრი სახლის ლიდერის მიერ გერმანიის, ესპანეთისა და ბელგიის კრიტიკის ფონზე მიმდინარეობდა.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალური განცხადება გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით არც თავად ტრამპს და არც მის წარმომადგენლებს გაუკეთებიათ.

DW-ს კორესპონდენტის თქმით, შეხვედრა დონალდ ტრამპსა და ანგელა მერკელს შორის მშვიდობიან გარემოში წარიმართა, რის შემდეგაც თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ ურთიერთობები ბერლინთან გრანდიოზულია.

ცნობისთვის, გერმანია იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ამერიკამ ყველაზე მეტად გააკრიტიკა. ტრამპმა აღნიშნა, რომ ბერლინს ნატო-ს ბიუჯეტში საკმარისი თანხა არ შეაქვს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics