17:57 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-12 14:02:54, 582 ნახვა

საზოგადოება
ცხელი სარაგბო ზაფხული საქართველოში გრძელდება - ივლისის ბოლოს თბილისი ოთხთა ტურნირს უმასპინძლებს

ცხელი სარაგბო ზაფხული საქართველოში გრძელდება - ივლისის ბოლოს თბილისი  ოთხთა ტურნირს უმასპინძლებს. რაგბის ზაფხულის თასი | Rugby Summer Cup 2018 საქართველოში პირველად იმართება.

წლევანდელი ტურინირის სპონსორია „თიბისი“ და მასში ოთხი გუნდი მიიღებს მონაწილეობას - ფრანგული ტოპ 14-ის გრანდი 'რასინგ 92' (Racing 92), ბრაზილიის ეროვნული ნაკრები და არგენტინა XV, ხოლო მეოთხე გუნდი იქნება 'საქართველო XV' ('A' ნაკრები, ყოფილი მზარდი საქართველო).

ტურნირის ოფიციალური პრეზენტაცია 11 ივლისს თიბისი ბანკის სათაო იფისში (მარჯანიშვილის 7) შედგა. Rugby Summer Cup-ის შესახებ სრკ-ს პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ და თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკა ქურდიანმა ისაუბრეს.

ტურნირი ორ ტურად - 28 ივლისსა და 3 აგვისტოს „მიხეილ მესხზე“ გაიმართება.

28 ივლისს საქართველო XV არგენტინა XV-ს, ხოლო 'რასინგი' ბრაზილიის ნაკრებს შეხვდება;

3 აგვისტოს 'რასინგი' არგენტინა XV-ს ეთამაშება, საქართველო XV კი ბრაზილიას შეხვდება.

მოგებული გუნდი 4 სატურნირო ქულას მიიღებს და თუ გამარჯვებული მეტოქეს 3-ზე მეტ ლელოს გაუტანს, ერთ ბონუს ქულასაც მიითვლის. 7 და ნაკლები ქულით მარცხი ასევე 1 ქულად ფასობს, ხოლო ფრეზე ორივე გუნდი 2-2 ქულას ჩაიწერს.

მონაწილე გუნდების შესახებ ვრცელი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ რაგბის კავშირის ვებ-გვერდზე Rugby.ge

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics