08:44 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-12 11:06:36, 660 ნახვა

პოლიტიკა
​სტოლტენბერგი მარგველაშვილს: ჩვენზე შთაბეჭდილება მოახდინა ჩატარებულმა რეფორმებმა და მოგიწოდებთ ასე გააგრძელოთ

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია.

სტოლტენბერგმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტსა და ქართველ ხალხს ნატოს მისიებში და კონკრეტულად მტკიცემხარდაჭერის მისიაში მონაწილეობისათვის და აღნიშნა, რომ ნატო აფასებს საქართველოს იმ უდიდეს წვლილს, რომელიც შეაქვს ქვეყანას საერთოუსაფრთხოებაში. შეხვედრის შემდეგ კი პრეზიდენტმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა მედიისათვის განცხადებები გააკეთეს.

"უკვე 10 წელია, რაც ნატო-საქართველოს კომისიის პირველი შეხვედრა შედგა. ამ დროში ჩვენი პარტნიორობა გაძლიერდა და განმტკიცდა. ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან არის უნიკალური, თქვენ ბრძანდებით ალიანსის ერთერთი ყველაზე ქმედითი პარტნიორი და სანდო მეგობარი. ჩვენი პარტნიორობა აძლიერებს, როგორც საქართველოს, ისე ნატოს და უფრო უსაფრთხოს და დაცულს ხდის მას. საქართველო განაგრძობს თავისი წვლილის შეტანას ნატოსთან თანამშრომლობის საკითხებში, მადლობას გიხდით მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ავღანეთში თქვენი კონტრიბუციისათვის და ვაფასებთ იმ მსხვერპლს, რომელიც ქართველმა ხალხმა გაიღო და იმ წვლილს, რომელიც შეაქვს ჩვენი საერთო უსაფრთხოების საკითხებში. საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი და ჩვენი ლიდერები დიდ ძალისხმევას გაწევენ იმისათვის, რომ ეს მოხდეს რაც შეიძლება მალე.  ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ პროგრესს, რომელიც თქვენ რეფორმების კუთხით განახორციელეთ და ეს რეფორმები უნდა გაგრძელდეს. არსებით პაკეტი, რომელიც ნატო-საქართველოს ურთიერთობების საკითხებს ეხება, იმუშავებს თქვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე. მე მოხარული ვარ, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ, როგორც პოლონეთის სასწავლო წვრთნებში, ისე ნატოს სასწავლო წვრთნებში თბილისში. მე ველი წევრთა თანამშრომლობას ნატო-საქართველოს სამხედრო წვრთნებში. ასევე მსურს მადლობა გადაგიხადოთ, იმისათვის რა წვლილი შეიტანეთ უსაფრთხოების თვალსაზრისით შავი ზღვის რეგიონში. ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რომელიც მოიცავს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. მივესალმებით თქვენს სურვილს მთლიანი შიდა პროდუქტის 2% ეროვნული თავდაცვის საკითხებს მოახმაროთ. მადლობა პრეზიდენტო მობრძანებისთვის და თქვენი ჩამოსვლით ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics