09:41 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-12 10:47:01, 773 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი სტოლტენბერგს: საქართველო თავისი პასუხისმგებლობით და შემართებით, ნატო-ს მხრიდან სწრაფ რეაგირებას იმსახურებს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბრიუსელში, ნატოს სამიტის ფარგლებში, დღევანდელი შეხვედრები ნატოს გენერალურ მდივანთანიენს სტოლტენბერგთან შეხვედრით დაიწყო.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ნატოს გენერალურ მდივანს ნატო- საქართველო -უკრაინის შეხვედრის ორგანიზებისათვის და აღნიშნა, რომეს შეხვედრა, სადაც საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობაზე ნატოს წევრი სახელმწიფოების მეთაურები იმსჯელებენ, საქართველოსათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.

იენს სტოლტენბერგთან შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე და იმ პროგრესზე ისაუბრა, რასაც საქართველომ მიაღწია. 

"ბატონო სტოლტენბერგ, ნება მომეცით, პირადად გადაგიხადოთ მადლობა საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცესთან დაახლოებაში ჩადებული ძალისხმევისთვის. მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ მნიშვნელოვანი შეხვედრების ორგანიზებისათვის, რომლებიც დღეს გაიმართება. ჩემი ქვეყნისთვის ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, რადგან ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ მსოფლიო ლიდერებთან საქართველოს უსაფრთხოება, მომავალი და სტაბილურობა უკრაინასთან ერთად განვიხილოთ. საქართველო, როგორც ალიანსის საიმედო პარტნიორი ხელს უწყობს ევროატლანტიკურ სტაბილურობას და ერთერთ უმნიშვნელოვანესი კონტრიბუტორია მტკიცე მხარდაჭერის მისიაში. ამაყად შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენ მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ერთერთი მთავარი კონტრიბუტორი ვართ, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვაღრმავებთ ნატოსა და შავი ზღვის უსაფრთხოების დიალოგს და მოხარულნი ვართ, რადგან შავი ზღვის რეგიონი უმნიშვნელოვანესია და მჯერა, რომ ამ კონტექსტში საქართველოს ჩართულობა მეტი უსაფრთხოების და სტაბილურობის მომტანი იქნება რეგიონისთვის. რამდენიმე წუთში, როგორც აღვნიშნე, მსოფლიო ლიდერებთან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობის საკითხებსა და ქვეყნის უსაფრთხოებას განვიხილავთ. ჩვენს მოკავშირეებთან ვიმსჯელებთ თუ როგორ გავხადოთ საქართველო უფრო სტაბილური და უსაფრთხო, როგორ გავაძლიეროთ უკვე არსებული ნატო-ს ფორმატები, რომლებიც ჩემს ქვეყანას ეხმარებიან თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, მოკავშირეებთან უფრო ქმედით თანამშრომლობაში და საბოლოო მიზნის, ნატო-ში გაწევრიანების მიღწევაში. ყველა ვთანხმდებით, რომ რომ ნატოს და საქართველოს განსაკუთრებული პრაქტიკული თანამშრომლობა აკავშირებთ, მათ შორის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი. ჩვენ მზად ვართ გავაძლიეროთ თანამშრომლობა კონტრდაზვერვის, უსაფრთხო კომუნიკაციებისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. მომავალ წელს ვგეგმავთ ძალიან ინტენსიური წვრთნების ჩატარებას ჩვენ მოკავშირეებთან ერთად. ჩემი პოზიცია, რომელსაც ბევრი ჩვენი მეგობარი და მოკავშირე იზიარებს არის ის, რომ ქართველი ხალხი, მათი შესაძლებლობების, თავდადებისა და საერთო ტვირთის გაზიარების გათვალისწინებით, ვიმსახურებთ ალიანსთან სწრაფ დაახლოება", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილმა ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას რუსეთის ანექსიურ პოლიტიკასადა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებითისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს საქართველო უკვე ნატოსთან თავსებადი, პასუხისმგებლიანი პარტნიორია, რომელიც სრულად იზიარებს ნატოსღირებულებებსა და პასუხისმგებლობებს, აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო მისიებში და შესაბამისად, ემზადება ჩრდილოატლანტიკურიორგანიზაციის წევრობისათვის.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics