|
2018-07-12 10:08:46, 819 ნახვა
პოლიტიკა
ივანე მაჭავარიანი: ციფრული ეკონომიკის განვითარებაში ფინანსთა სამინისტრო იქნება ერთ-ერთი წამყვანი უწყება
ციფრული ეკონომიკის განვითარებაში ფინანსთა სამინისტრო იქნება ერთ-ერთი წამყვანი უწყება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა დღეს, მთავრობის განახლებული შემადგენლობის წარდგენისას განაცხადა. მან მადლობა გადაუხადა ქვეყნის პრემიერმინისტრს და მმართველ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის და ისაუბრა დაგეგმილ რეფორმებსა და პრიორიტეტებზე, იმ როლზე, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო შეასრულებს ციფრული ეკონომიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით. „ფინანსთა სამინისტრო წამყვან როლს შეასრულებს იმ რეფორმების განხორციელებაში, რომელზეც პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. პირველ რიგში, ეს არის მცირე მთავრობის კონცეფციის დანერგვა და ეკონომიკის ინკლუზიურობა. პირველი, რასაკვირველია, ხარჯების შემცირებასთან ერთად, პროცესების ოპტიმიზაციას და ბიუროკრატიის შემცირებას ნიშნავს. ეს დღევანდელ დღეს, პრაქტიკულად, შეუძლებელია პროცესების გაციფრულების გარეშე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ფინანსთა სამინისტრო ერთ-ერთი წამყვანი უწყება იქნება ამ პროცესში", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა. ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ასევე, ისაუბრა ეკონომიკის ინკლუზიურობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტროს პრიორიტეტებში ამ მიმართულებითაც დაგეგმილია ინიციატივები. „რაც შეეხება ეკონომიკის ინკლუზიურობას, პრიორიტეტი, რომელიც მთავრობის და პრემიერ-მინისტრის მხრიდან არის გაცხადებული, თავის თავში მოიცავს ყველა იმ სიკეთის, რომელიც დღეს ჩვენ გაგვაჩნია, უფრო სამართლიან განაწილებას და პრაქტიკულად თითოეულ მოსახლემდე მიტანას. ეს მიმართულებაც რასაკვირველია, აისახება ფინანსთა სამინისტროს პრიორიტეტებში და თქვენ მალე გექნებათ შესაძლებლობა, იხილოთ ის ინიციატივები, რომლებიც ამ კუთხით იქნება წარმოდგენილი. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ყველ რეფორმა 2018-2019 წლებში დაინერგება. რეფორმების ნაწილი უკვე დაწყებულია და 2019 წლის ბოლომდე, ძირითადად, ჩაშვებული უნდა იყოს ეს პროცესები და ზოგიერთი დამთავრებულიც", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)