09:40 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-12 09:18:11, 869 ნახვა

პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად კახა კახიშვილი დაინიშნა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი, კახა კახიშვილი დაინიშნა.

ამის შესახებ პრმიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„კახა კახიშვილი ჩვენი მინისტრთა კაბინეტის ყველაზე წარმატებული მინისტრი გახლდათ. ადამიანი, რომელმაც მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური რეფორმები გაატარა ერთ-ერთ ყველაზე რთულ მიმართულებაში. მაგრამ, წარმატება და წარმატებული რეფორმები ერთ სექტორში არ არის საკმარისი. ჩვენ გვსურს რეფორმების გატარება ყველა მიმართულებით. აქედან გამომდინარე მთავრობის ადმინისტრაციას ენიჭება ძალიან მნიშვნელოვანი როლი რეფორმების კოორდინაციის საქმეში და შესაბამისად, კახა დაიკავებს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ადგილს. ის ჩემთან ერთად, ამ პოზიციიდან შეძლებს, რომ კოორდინაცია გაუწიოს ყველა იმ რეფორმის დროულ დანერგვას, რომელიც არის ჩვენი მხრიდან დაანონსებული.
მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენს მიერ წარმოდგენილი პროგრამის მიხედვით, ყველა რეფორმა დაინერგება 2018-2019 წლებში. რა თქმა უნდა, განათლების რეფორმა არის განსაკუთრებული შემთხვევა, ის არის გრძელვადიანი, მაგრამ ყველა სხვა რეფორმა, რომელიც არის ჩვენს მიერ ინიცირებული და ასევე ახალი რეფორმები, რომელსაც გავაჟღერებთ შემოდგომაზე, თითოეული მათგანი დაინერგება 2018-2019 წლებში. შესაბამისად, ამ რეფორმების კოორდინაციას და მის დანერგვას სჭირდება სისტემური მენეჯმენტი, ეფექტური სამთავრობო რგოლები, ეფექტური კადრებით დაკომპლექტებული და აქედან გამომდინარე მთავრობის ადმინისტრაციას აქვს განსაკუთრებული ფუნქცია. დარწმუნებული ვარ, კახა კახიშვილი ამ ფუნქციას შეასრულებს“, - განაცხადა ბახტაძემ. 

კახიშვილმა აღნიშნულ პოსტზე შალვა თადუმაძემ შეცვალა, რომელიც მთავარი პროკურორობის კანდიდატია.

კახიშილი სასჯელაღსრულების სამინისტროს 2015 წლის პირველი აგვისტოდან ხელმძღვანელობდა. მანამდე იგი ამავე უწყებაში მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics