19:55 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-11 17:17:49, 675 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი - მთავარი პროკურორობის კანდიდატს მთავრობას უმოკლეს ვადაში წარვუდგენ

„შალვა თადუმაძის კანდიდატურა ჩემ მიერ უმოკლეს ვადაში წარედგინება მთავრობას, შესაძლოა დღევნადელ მთავრობის სხდომაზეც“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საპროკურორო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თუკი მთავრობა საბჭოს მიერ შერჩეულ კანდიდატურას მოიწონებს, შალვა თადუმაძე პარლამენტის წინაშე წარდგება და თავის პოზიციებს იქ დაასაბუთებს.

„ძალიან მნიშვენლოვანია, რომ 2015 წელს, რეფორმის შედეგად შექმნილმა საპროკურორო საბჭომ უკვე მეორედ, გამჭვირვალედ, ყველას ჩართულობით შეარჩია მთავარი პროკურორობის კანდიდატი. ეს გახლდათ საბჭოს 12 წევრის გადაწყვეტილება, რომელთა შორის მე არ ვარ, რადგან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიმიღია. ბატონი შალვა თადუმაძის კანდიდატურა ჩემ მიერ უმოკლეს ვადაში წარედგინება მთავრობას, შესაძლოა დღევნადელ მთავრობის სხდომაზეც, სადაც თუ მომეცა შესაძლებლობა, ამ თემაზე მოხსენებით წარვდგები.  თუკი მთავრობა მოიწონებს საბჭოს მიერ შერჩეულ კანდიდატურას, ასეთ შემთხვევაში პარლამენტის წინაშე წარდგება შალვა თადუმაძე, იქ დაასაბუთებს თავის ხედვებსა და პოზიციებს და საქართველოს პარლამენტი მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას“, - განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისთვის, საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორობის კანდიდატად შალვა თადუმაძე აირჩია. მას საბჭოს 15 წევრიდან 12-მა დაუჭირა მხარი. აღსანიშნავია, რომ კენჭსყრასა და გასაუბრების პროცესში საბჭოს თავმჯდომარეს, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მონაწილეობა არ მიუღია.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics