17:01 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-10 19:30:39, 854 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია ხუთ მისამართზე მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში მიწისქვეშა კომუნიკაციების შიდა ქსელის რეაბილიტაცია ხუთ მისამართზე მიმდინარეობს. ერთ-ერთი პროექტი ზღვის უბნის მე-11 მიკრორაიონის მე-2 კვარტალში, N28 და N28ა კორპუსებში ხორციელდება.

მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, წყალარინების მილები 494 გრძივ მეტრზე იცვლება. ასევე, მოეწყობა 20 საკომუნიკაციო ჭა. შიდა ქსელის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ასფალტის საფარი დაიგება.

აღნიშნულ მისამართზე მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, თამარ ტალიაშვილთან ერთად გაეცნო.

„გამგეობის თანადაფინანსებული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია. მიმდინარე წელს, წყალარინების შიდა ქსელის შეცვლა ხუთ მისამართზე უკვე დავასრულეთ და სამუშაოები კიდევ ხუთ კორპუსში გრძელდება. კონკრეტულად ამ მისამართზე, N28 და N28 ა კორპუსებში, სადაც სულ 144 ოჯახი ცხოვრობს, ექვსი სადარბაზოს შიდა ქსელი იცვლება. მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

ინფრასტრუქტურული პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგელებში მიმდინარეობს, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 80 000 ლარი გამოიყოფა.

 

 

 (NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics