17:02 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-10 18:56:08, 835 ნახვა

საზოგადოება
WHO: ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის სიდიდის მაჩვენებლით საქართველო 70-ე ადგილზეა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) 2018 წლის ანგარიშში ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის სიდიდის მაჩვენებლით საქართველო 70-ე ადგილზეა.

გასულ წელს, აღნიშნული მაჩვენებლით, საქართველო მე-4 ადგილზე მოხვდა, რაც არაზუსტი მონაცემების ანალიზის და მოძველებული სტატისტიკის გამოყენებამ განაპირობა.  

აღნიშნული მნიშვნელოვანი ცდომილების დაზუსტების მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებს აქტიური კომუნიკაცია ჰქონდათ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან. სამინისტრომ, მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, WHO-ს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ განახლებული და დაზუსტებული ინფორმაცია მიაწოდა; მოხდა ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლის გამოთვლის მეთოდოლოგიის დაზუსტებაც, რის შედეგადაც, 2018 წელს საქართველო მსოფლიო რეიტინგში 70-ე ადგილს იკავებს.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ არაერთგზის გაჟღერებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ  საქართველოში ჰაერის დაბინძურება საგანგაშო არ არის, კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციაც ადასტურებს.

აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის ქსელის გაფართოებისა და სხვა ქმედითი ღონისძიებების გატარების მიმართულებით, რათა როგორც დედაქალაქში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობა.  

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics